საშა (დიჯეი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საშა 2006 წელს ამსტერდამის ღამის კლუბში შესრულებისას.

საშა (Sasha; დაბ. Alexander Coe; დ. 4 სექტემბერი, 1969) — უელსელი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი. კარიერა დაიწყო ესიდ ჰაუსის მუსიკის შესრულებით გვიან 1980-იან წლებში და ცენტრალური ფიგურა გახდა ელექტრონული საცეკვაო მუსიკის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. 1993 წელს შეუამხანაგდა დიჯეი ჯონ დიგუიდს, რომელთანაც ერთად საერთაშორისო ტურებზე გადის და ერთობლივ მიქსებს უშვებს. მათი ტრეკების შერჩევისა და მიქსინგის ტექნიკით, საშამ და დიგუიდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პროგრესული ტრანსისა და ჰაუსის მუსიკის ევოლუციაში.