საყუნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
საყუნეთი

სოფელ საყუნეთის ხედი
ლაშა ხაჩიძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი აგარა
კოორდინატები 41°41′12″ ჩ. გ. 43°07′46″ ა. გ. / 41.68667° ჩ. გ. 43.12944° ა. გ. / 41.68667; 43.12944
ცენტრის სიმაღლე 900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 472[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
საყუნეთი — საქართველო
საყუნეთი
საყუნეთი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
საყუნეთი
საყუნეთი — ახალციხის მუნიციპალიტეტი
საყუნეთი

საყუნეთისოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, აგარის თემში. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 900 , ახალციხიდან 22 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა აგარის მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 472 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 593 301 292
2014[1] 472 242 230

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყუნეთის ეკლესია

სოფელში დგას XV-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — მცირე ზომის დარბაზული ერთაფსიდიანი ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. კედლები შიგნიდან უხეშად დამუშავებული ქვითაა ამოშენებული. შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის ფრაგმენტები. გარედან ეკლესია ჩასმულია ძლიერ ნასვრეტიან ქვის პერანგში. ნაგებობის პროპორციები დაბალია და ფართო. დასავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე გამოსახულია მოჩუქურთმებული ჯვარი, რომლის სამივე მკლავი რელიეფური ბურთულებით არის დასრულებული, საფუძველი კი უშუალოდ სარკმლის საპირეს ერწყმის.

მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყუნეთის მეჩეთი

სოფელში ცხოვრობდნენ მუსლიმები, რომლებიც 1944 წელს გადაასახლეს. შემორჩენილია 1927 წელს აგებული მეჩეთი. მდებარეობს ქრისტიანული ტაძრის პირდაპირ. გადმოცემის მიხედვით მეჩეთი აუშენებიათ ადიგენელ მუსლიმებს, ხურცისძესა და იორდანისძეს, რომლებიც მექაში იყვნენ მოსალოცად და უკან დაბრუნებულებმა იმ სოფელს აუშენეს მეჩეთი, რომელსაც არ ჰქონდა[3]. 2012 წელს საყუნეთის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. უპატრონო სალოცავები „რადიო თავისუფლება“, ნოემბერი 19, 2016
  4. მეჩეთებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა