საქინფორმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქინფორმისაქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტო, რესპუბლიკის მთავარი საინფორმაციო სამსახური პრესის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობისათვის. შედიოდა საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტოს (საკდესის) საკავშირო და საზღვარგარეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ სამსახურში. შეიქმნა თბილისში 1921 წლის მარტში (ეწოდებოდა რუსეთის დეპეშათა სააგენტოს ამიერკავკასიის განყოფილების სამმართველო). 1923 წლის 6 მარტს ამიერკავკასიის ცაკის დადგენილებით გადაკეთდა და დაერქვა ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტო, 1936 წლის დამლევს (ასფსრ გაუქმების შემდეგ) — საქართველოს დეპეშათა სააგენტო (საქდესი), ხოლო 1972 წლიდან —საქინფორმი.

საქინფორმი საქართველოს რესპუბლიკის, საოლქო, საქალაქო და რაიონულ გაზეთებს, ტელევიზიასა და რადიოს სატელეტაიპო არხებით აწვდიდა მრავალფეროვან ინფორმაციას პარტიული, საბჭოური, პროფკავშირული, კომკავშირული ორგანოების საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ანგარიშებს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ ცხოვრებაში მომხდარი უმნიშვნელოცვანესი მოვლენების თაობაზე, საკდესის არხებით იღებდა ინფორმაციას სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესახებ, სსრკ-ში და საზღვარგარეთ ავრცელებდა მრავალფეროვან ინფორმაციას საქართველოს რესპუბლიკის შესახებ. ჰქონდა საკორესპონდენტო პუნქტები აფხაზეთისა და აჭარის ასს რესპუბლიკებში, დამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და ცალკეულ რეგიონებში.

საქინფორმის შემადგენლობაში იყო 5 მთავარი რედაქცია (რესპუბლიკური, საკავშირო, უცხოეთის, ფოტოინფორმაციისა და მთარგმნელთა), აგრეთვე 5 განყოფილება. მის საქმიანობას ხელმძღვანელობდა დირექცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]