საფრანგეთ-ვიეტნამის პირველი ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთ-ვიეტნამის პირველი ომი
Prise de Saigon 18 Fevrier 1859 Antoine Morel-Fatio.jpg
საიგონის დაპყრობა ფრანგებისა და ესპანელების მიერ
თარიღი 1 სექტემბერი, 1858 - 5 ივნისი, 1862
მდებარეობა სამხრეთი ვიეტნამი
შედეგი საფრანგეთისა და ესპანეთის გამარჯვება; საიგონის ზავი
ტერიტორიული
ცვლილებები
კოხინხინა გახდა ფრანგული კოლონია
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის მეორე იმპერია
ესპანეთის დროშა ესპანეთი
Early Nguyen Dynasty Flag.svg ვიეტნამი (ნგუენის დინასტია)
მეთაურები
საფრანგეთის დროშა შარლ რიგო დე გენუიი,
საფრანგეთის დროშა ლეონარ შარნე,
ესპანეთის დროშა კარლოს პალანკა ი გუტიერესი
Early Nguyen Dynasty Flag.svg ნგუენ ტრი ფოუნგი
დანაკარგები
1 000 დაჭრილი და დაღუპული უცნობია

საფრანგეთ-ვიეტნამის პირველი ომი, კოხინხინის კამპანიასაფრანგეთისა და ესპანეთის გაერთიანებული ჯარების ბრძოლა ვიეტნამის დაპყრობისათვის. მიმდინარეობდა 1858-1862 წლებში. ომის შედეგად ჩამოყალიბდა საფრანგეთის კოლონია კოხინხინა.

ომის მსვლელობა[რედაქტირება]

საფრანგეთ-ვიეტნამის პირველ ომმა საათავე დაუდო ფრანგების მიერ ვიეტნამის დაპყრობას. ნაპოლეონ III-ის მთავრობამ ამ ომში ჩააბა ესპანეთი. სამხედრო მოქმედება დაიწყო 1858 წლის 1 სექტემბერს. საფრანგეთ-ესპანეთის გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს დანანგის ციხესიმაგრე და ნავსადგური (ვიეტნამის დედაქალაქ ჰიუესაგან 100 კმ მოშორებით). 1859 წლის 18 თებერვალს გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ფრანგებმა დაიპყრეს ქ. საიგონი, მაგრამ ქვეყნის სიღრმეში ვერ შეაღწიეს. 1860 წლის 23 მარტს საფრანგეთ-ესპანეთის ჯარები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ დანანგი. 1861 წლის თებერვლის ბოლოსათვის ფრანგებმა დაიკავეს ზიადინის (საიგონის) პროვინცია. 1861 წლის აპრილში - დიონტინგის პროვინცია, დეკემბერში - ბიენჰოის პროვინცია.

ომის შედეგები[რედაქტირება]

საფრანგეთ-ვიეტნამის პირველი ომის შედეგად, რომელიც 1862 წლის ივნისში ვიეტნამ-საფრანგეთ-ესპანეთის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, საფრანგეთი დამკვიდრდა სამხრეთ ვიეტნამის 3 აღმოსავლეთ პროვინციაში, სამხრეთ ვიეტნამის 3 დასავლეთი პროვინცია მან 1867 წელს შეიერთა ანექსიის წესით. ამ 6 პროვინციას ფრანგული კოლონია კოხინხინა ეწოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]