საფოსტო ბარათი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბჭოთა პერიოდის ცალმხრივი საფოსტო ბარათი.

საფოსტო ბარათი, ან ღია ბარათი, როგორც წესი, მართკუთხა სქელი მუყაოს ქაღალდი, რომელიც გამოიყენება წერილისთვის უკონვერტოდ გასაგზავნად. ხელოვნების სამყაროში საფოსტო ბარათი ხელოვნების ნიმუშად შეიძლება იყოს აღქმული; ამ სახის ხელოვნებას საფოსტო ხელოვნება (mail art) ეწოდება. საფოსტო ღია ბარათების შეგროვებასა და შესწავლას დელტოლოგიას უწოდებენ.