საფარი (ბრაუზერი)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფარის ინტერფეისი
საფარის ინტერფეისი

საფარი (ინგლ. Safari) არის ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ შექმნილი და დამუშავებული ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც მაკ ოს X-ის ოპერაციული სისტემის ნაწილია. თავდაპირველად ჩართული იყო უპირობოდ მაკ ოს X ვერს. 10.3 (Panther)-ში, ხოლო მაკ ოს X ვერს. 10.4-ში (Tiger) კი სისტემის ნაწილი გახდა.

საფარი იყენებს ეპლის გახეხილი მეტალის ინტერფეისს, აქვს ბუქმარკების სამართავი სქემა, რომელიც ისევე ფუნქციონირებს, როგორც აიტიუნსი (iTunes) ჯუკბოქს პროგრამა და ინტეგრირებულია ეპლის ქუიქთაიმ მულტიმედია ტექნოლოგიასთან. ბრაუზერს ასევე აქვს მოზილას მსგავსი ტაბულირებული ბრაუზინგის ინტერფეისი. გუგლის (Google) საძებნი ველი საფარის ინტერფეისის სტანდარტული კომპონენტია, ისევე როგორც პროგრამული უზრუნველყოფა ვებ-ფორმების ავტომატური შევსებისა და ვებ-გვერდების ტექსტურ ველებში მართლწერის შემოწმებისა.

პირადი ხელსაწყოები