საუშშათარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საუშშათარი (საუშსათათარი, საუშთათარი), ხურიტული სამეფოს, მითანის მეფე დაახ. ძვ. წ. 1495–1470 წლებში. მისი მმართველობისას სამეფომ დიდი წარმატებები მოიპოვა საგარეო პოლიტიკაში. მითანი ამ დროს კონტროლს უწევდა ჩრდილოეთ სირიისა და შუა სირიის სამთავროებსა და ქალაქ-სახელმწიფოებს, ხეთების სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ასურეთს, ევფრატის დასავლეთით მდებარე რაიონებს.

ასურეთში ლაშქრობისას საუშშათარმა ქ. აშური აიღო და გაძარცვა. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა კი მითანის დედაქალაქ ვაშუქანში ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ალაყაფის კარიც ჩამოიტანა.

საუშშათარი თანამედროვე იყო ეგვიპტის ფარაონების – თუტმოს III-ის და ამენჰოტეპ II-ისა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. მელიქიშვილი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბ., 1988, გვ. 191–192


წინამორბედი:
ფარსადათარი
მითანის მეფე
ძვ. წ. 1495ძვ. წ. 1470
შემდეგი:
ართათამა I