საურმაგ კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.

საურმაგ სარგისის ძე კაკაბაძე (დ. 2 ივნისი, 1928, თბილისი — გ. 23 სექტემბერი, 1977, ლენინგრადი) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული განყოფილება, ხოლო 1951 წელს, დაუსწრებლად, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა მუზეუმში, ძეგლთა დაცვის სამმართველოში.

1960 წელს სამუშაოდ მიიწვიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების კავკასიურ კაბიეტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა, გახდა აღიარებული კავკასოლოგი, შესანიშნავი წყაროთმცოდნე, არქეოგრაფი, პალეოგრაფი. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება ქართული საისტორიო ძეგლების ტექსტოლოგიურ კვლევას, შეისწავლა და გამოსცა XI-XIX საუკუნეთა 720 ქართული ხელნაწერი დოკუმენტი, რომლებშიც მრავალი უნიკალური საბუთია.

დიდი ღვაწლი მიუძღვის საურმაგ კაკაბაძეს ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლთა რუსულად თარგმნის საქმეში. მან რუს საზოგადოებას გააცნო ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებანი, „ძეგლი ერისთავთა“ და სხვა მრავალი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Грузинские документы Института народов Азии АН СССР / отв. ред. Р. Р. Орбели. М.: «Наука», ГРВЛ, 1967. 512 с.
  • Хроника ксанских эриставов начала XV в. // Письменные памятники Востока / Историко-филологические исследования. Ежегодник 1968. М.: «Наука», ГРВЛ, 1970. С. 103—126.
  • Грузинские документы IX—XV вв. в собрании Ленинградского отделения Института востоковедения АН СССР / Перевод и комментарии С. С. Какабадзе. / Отв. ред. Р. Р. Орбели. М.: «Наука», ГРВЛ, 1982. 274 с.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 199, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]