საუკუნო ზავი (1686)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საუკუნო ზავი (მრავალმნიშვნელოვანი).
ხელშეკრულების პრეამბულა რუსულ ენაზე.

საუკუნო ზავირუსეთის ხელშეკრულება პოლონეთთან. დაიდო 1686 წელს, დაამტკიცა 1667 წლის ანდრუსოვოს დაზავების პირობები, სამუდამოდ დაუმკვიდრა რუსეთს მარცხენა ნაპირის უკრაინა. საუკუნო ზავით რუსეთი მონაწილე გახდა ანტიოსმალური კოალიციისა, რომელშიც შედიოდნენ პოლონეთი, საღვთო რომის იმპერია და ვენეცია, ვალდებულება იკისრა დაეწყო ლაშქრობა ყირიმის სახანოს წინააღმდეგ. საუკუნო ზავის დადება იყო რუსული დიპლომატიის გამარჯვება, რითაც დაიწყო გარდატეხა რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობაში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთ ევროპელი ხალხების ბრძოლაში თურქ-თათართა აგრესიის წინააღმდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]