სატანიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Baphomet.png

სატანიზმი — რელიგიურ-ოკულტური მიმდევრობა, მსოფლმხედველობისა და რწმენათა წარმოდგენა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში, როგორც გაბატონებული ქრისტიანობის მდგომარეობის წინააღმდეგ არსებული პროტესტი, რომელშიც სატანის იერ-სახე განმარტებულია როგორც ძლევამოსილებისა და თავისუფლების სიმბოლო. სატანიზმი არის ეშმაკის რელიგიური თაყვანისცემის პრაქტიკა ან მასთან ხელშეკრულობის დადება. მაგიაში, ჯადოქრობასა და ჯადოსნობაში გულისხომბენ ადამიანის მიერ განსაზღვრული მიზნის მიღწევის ცდას, რომელიმე ზებუნებრივი არსების დაქვემდებარებას საკუთარი ნებისადმი, ან მასთან ხელშეკრულების დადებას, ან ბუნების ფარული ძალების გამოყენებას. ასეთი პრაქტიკები ყოველთვის არ არის დაკავშირებული სატანიზმთან. ასე, წინაპართა სულებისაგან მომავლის გაგების ცდა არ ითხოვს ეშმაკის არსებობის დაშვებას. ძველ აღთქმაში ბოროტი სულების შესახებ ცოტა რამ არის ნათქვამი. ბიბლიაში სატანა წარმოდგენილია მოწინააღმდეგის სახით. სატანა გაიგივებულია ოდითგანვე ადამიანის მტერ ეშმაკთან, ეწოდება აგრეთვე, ბოროტი, მტერი, ცრუ, მაცდუნებელი, მუდამ მებრძოლი ქრისტესთან და ქრისტეს მორწმუნეებთან.[1]

XIII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა გიგასის კოდექსი, ეგრეთ წოდებული „ეშმაკის ბიბლია“, რომელიც დაწერილია ლათინურ ენაზე. სატანიზმმა ფართოდ მოიკიდა ფეხი აშშ-ში. ამ მოძრაობის წინამძღოლი იყო ანტონ ლავეი, რომელმაც სან-ფრანცისკოში დააარსა სატანის ეკლესია და იყო მისი ქურუმი. დასავლურ კულტურაში გვხვდება უძველესი სატანისტური კულტები. მაგალითად, გერმანიაში, სატანიზმს 100 ათასამდე მომხრე ჰყავს; სატანისტური დაჯგუფებები გამოვლინებულია დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ბელორუსში და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]