სასჯულო სამრებლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასჯულო სამრებლო - სასამართლო უწყება და ოლქი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის 1123 წლის ანდერძში შიომღვიმისადმი. საბუთიდან ირკვევა, რომ საეკლესიო მსახურთა და ყმათა ერთობლიობა საკათალიკოსო სასჯულო სამრებლოს შეადგენდა (საქართველოს სახელმწიფოს მოსახლეობის უმრავლესობა სამეფო სასამართლოებს ექვემდებარებოდა). შიომღვიმისადმი კათალიკოსს სასამართლო შეუვალობა მიუნიჭებია და ამით იგი თავისი სასჯულო სამრებლოდან ამოუღია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929;