სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (მარაგის) აღრიცხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუღალტრული აღრიცხვა
  • პირდაპირი დანახარჯები
  • ზედნადები დანახარჯები


ბუღ. აღრიცხვის საერთ. სტანდარტები
ბასსი და ფასსი
სააღრიცხვო პოლიტიკა
მარაგების აღრიცხვის მეთოდები
ანგარიშთა გეგმა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (მარაგის) აღრიცხვა - საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის პროცესში მის ფლობაში არსებული მარაგების გამოყენების შედეგად სახის ცვლილებაა. რადგანც მარაგები დროის მოკლე მონაკვეთში ინარჩუნებს თავის სახეს, მათ მოკლევადიან აქტივებად აღიარებენ.

ბასს 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასს 2-ის მიხედვით,

ვიკიციტატა
„სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ეს ისეთი აქტივებია, რომლებიც:
  • გათვალისწინებულია გასაყიდად ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში.
  • მონაწილეობენ წარმოების პროცესში და ასევე გათვალისწინებულია გასაყიდად.
  • წარმოდგენილია ნედლეულისა და მასალების სახით და განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისათვის ან მომსახურეობის გასაწევად.“

ისეთი აქტივები, როგორებიცაა: მიწა, შენობა, სატრანსპორტო საშუალება და სხვა, თუ საწარმოსთვის არის ყიდვა-გაყიდვის საგანი, მაშინ მათი აღიარება ხდება, როგორც სასაქონლო-მატერიალური მარაგის.

ბასს 2-ის განმარტებით:

ვიკიციტატა
„სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასება ხდება მის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით.“

ხოლო

ვიკიციტატა
„ნეტო (წმინდა) სარეალიზაციოღირებულება არის ჩვეულებრივი სამეურნეო პროცესისათვის შეფასებითი გასაყიდი ფასი, პროდუქციის დასრულებისა და გაყიდვისათვის საჭირო შეფასებითი დანახარჯების გამოკლებით.“

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება მოიცავს:

ვიკიციტატა
„მათ შეძენასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს, აგრეთვე იმ დანახარჯებს, რომლებიც გაწეულია მისი მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებასა და სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად.“

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენისას მასთან დაკავშირებული სავაჭრო ფასდათმობა და სავაჭრო დანამატი არ ჩაირთვება შეძენის დანახარჯების გაანგარიშებაში.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იყოფა ორ ჯგუფად: საწარმოო მარაგი და სასაქონლო მარაგი.

  • საწარმოო მარაგი არის საწარმოს მიერ ნაყიდი ან დამოუკიდებლად დამზადებული ნაწარმი, რომელიც ასევე განკუთვნილია გასაყიდად. იგი მოიცავს:

ა) ნედლეული და ძირითადი მასალები (1620).

ბ) ნახევარფაბრიკატები.

გ) დამხმარე მასალები.

დ) სათბობი.

ე) სათადარიგო ნაწილები.

ვ) ტარა.

ზ) ნარჩენები.

თ) დაუმთავრებელი წარმოება (1630).

  • სასაქონლო მარაგში იგულისხმება საქონელი და მზა პროდუქცია.

საქონელი (1610) - ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობაა, რომელიც შეძენილია გასაყიდად.

მზა პროდუქცია (1640) - ისეთი მატერიალური ფასეულობაა, რომელმაც გაიარა დამუშავების ყველა სტადია, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს, მიღებულია ტექნიკური კონტროლის მიერ და გამზადებულია სარეალიზაციოდ.

ბუღალტრული გატარებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოიყენება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის ორი მეთდი:

  • უწყვეტი მეთოდი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თითოეული მოძრაობა მკაცრად აღირიცხება.
  • პერიოდული მეთოდი - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ცვლილებები დგინდება ინვენტარიზაციათაშორისი სხვაობით. წარმოქმნილი სხვაობა ან კრედიტდება 7185 ან დებეტდება 7290 სასაქონლო-მატერიალური მარაგის კორექტირების ანგარიშზე.
უწყვეტი აღრიცხვის მეთოდი პერიოდული აღრიცხვის მეთოდი შინაარსი
დ. 1610 - საქონელი
კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 7210 - გაყიდული/შეძენილი საქონელი
კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
საქონლის შეძენა
დ. 1620 - ნედლეული და მასალები
კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 7110 - ძირითადი მასალების დანახარჯები/შეძენა
კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
ძირითადი მასალების შეძენა
დ. 1690 - სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგი
კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დ. 7140 - დამხმარე მასალების დანახარჯები/შეძენა
კ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
დამხმარე მასალების შეძენა
დ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
კ. 1610 - საქონელი
დ. 3110 - მოწოდებიდან და მომსახურეობიდან წარმოქმნილი ვალდებულებები
კ. 7220 - შეძენილი საქონელის უკან დაბრუნება და ფასდათმობა
მომწოდებლისათვის საქონელის უკან დაბრუნება
დ. 6120 - გაყიდული საქონელის დაბრუნება და ფასდათმობა
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან

დ. 1610 - საქონელი

კ. 7210 - რეალიზებული საქონლის თვითღირებულება
დ. 6120 - გაყიდული საქონელის დაბრუნება და ფასდათმობა
კ. 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან
გაყიდული საქონელის უკან დაბრუნება

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის გადაფასება უწყვეტი აღრიცხვისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოების დროს როდესაც სახეზე გვაქვს უკვე წამოებული მზა პროდუქცია, იმ შემთხვევაში თუ მზა პროდუქციის გასაყიდი ფასი დაბალია მის თვითღირებულებასთან მაშინ:

ვიკიციტატა
„"ნედლეული და სხვა დამხმარე მასალები", რომლებიც განკუთვნილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის საწარმოებლად, არ შეიძლება ჩამოიწეროს თვითღირებულებაზე დაბლა, თუ მოსალოდნელია, რომ მათი მონაწილეობით წარმოებული მზა პროდუქცია გაიყიდება თვითღირებულების შესაბამის ან თვითღირებულებაზე მაღალ ფასში.“
დ. 8290 - სხვა არასაოპერაციო ხარჯები
კ. 1600 - სასაქონლო-მატერიალური მარაგი
  • სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აფასება:
დ. 1600 - სასაქონლო-მატერიალური მარაგი
კ. 8190 - სხვა არასაოპერაციო შემოსავალი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "მთავარი ბუღალტერი". №1, 2007 წ.
  • "ბუღალტრული აღიცხვა" ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი. 2008 წ.
  • "ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება" რ. ძაძამია. თბილისი. 2008