სასარგებლო წიაღისეულების გეოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიერი, სადაც წიაღისეულს მოიპოვებენ

სასარგებლო წიაღისეულების გეოლოგიაგეოლოგიის განხრა, რომელიც შეისწავლის სასარგებლო წიაღისეულების ადგილმდებარეობას; აგრეთვე მათ აგებულებას, შედგენილობას, წარმოქმნის პირობებს, დედამიწის წიაღში მათ განლაგების კანონზომიერებებს. სასარგებლო წიაღისეულიების გეოლოგიის მთავარი ამოცანაა საფუძველი მოუმზადოს სასარგებლო წიაღისეულების გავრცელების პროგნოზირებას, ძიებას, შეფასებასა და ძებნის ადგილმდებარეობის საქმეს.

სასარგებლო წიაღისეულების შესახებ მოძღვრება ჩაისახა მას შემდეგ, რაც გაღვივდა ინტერესი საზოგადოების მიერ სასარგებლო წიაღისეულების მოთხოვნათა მიმართ. პირველი წარმოდგენები სასარგებლო წიაღისეულების წარმოქმნის შესახებ გვხვდება ძველი ბერძენი ფილოსოფოსების შეხედულებებში. ნეპტუნიზმის ფუძემდებელი თალესი მიიჩნევდა, რომ სამყაროს არსი ანუ მრავალფეროვან მოვლენათა და საგანთა პირველსაწყისი არის წყალი, ხოლო პლუტონისტი ჰერაკლიტე მატერიალისტური სამყაროს საფუძვლად ცეცხლს მიიჩნევდა.

ამრიგად, გეოლოგიაში წარმოიქმნა ორი წარმოდგენა, ერთის მიხედვით, ქანები და მათ შორის განლაგებული მინერალური ნივთიერებების წარმოქმნა წყლის აუზების ფსკერზე დაგროვებით არის განპირობებული (ნეპტუნიზმი); მეორე შეხედულებით, მათი წარმოქმნა დაკავშირებულია დედამიწის მიწისქვეშეთში არსებული სიცხით (პლუტონიზმი).

მეტად მნიშვნელოვანი შრომები სასარგებლო წიაღისეულების გეოლოგიის დარგში ეკუთვნით გეორგ აგრიკოლასა და რენე დეკარტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Смирнов B. И. Геология полезных ископаемых. — М.: Недра, 1982. — 668 с.
  • Ампилов Ю. П., Герт А. А. Экономическая геология. — М.: Геоинформмарк, 2006. — 329 с. — ISBN 5-98877-010-X