სარიქოლის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სარიქოლის ქედი
კოორდინატები: 38°37′55″ ჩ. გ. 74°29′52″ ა. გ. / 38.63194° ჩ. გ. 74.49778° ა. გ. / 38.63194; 74.49778
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
სიმაღლე 6351 
სიგრძე 350 კმ
სარიქოლის ქედი — ტაჯიკეთი
სარიქოლის ქედი

სარიქოლის ქედიქედი აღმოსავლეთ პამირში, ტაჯიკეთისა და ჩინეთის საზღვრებზე. მდინარეების ტარიმის, ამუდარიისა და ყარაქოლის ტბის აუზების წყალგამყოფი. სიგრძე დაახლოებით 350 კმ, სიმაღლე 6351 მეტრამდე. უმთავრესად აგებულია კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. ტაჯიკეთის ფარგლებში ეშვება 240 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია 144 კმ². კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ცივი მაღალმთის უდაბნოს მეჩხერი მცენარეულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]