სარდონის ტექტონიკური ზონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვეიცარიის სარდონის ტექტონიკური ზონა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Martinsloch.jpg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 46°55′00″ ჩ. გ. 9°15′00″ ა. გ. / 46.91667° ჩ. გ. 9.25000° ა. გ. / 46.91667; 9.25000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1179
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1179
რუს.ინგლ.ფრ.

სარდონის ტექტონიკური ზონა (გლარნის შარიაჟი) — მთავარი ტექტონიკური არეალი აღმოსავლეთ შვეიცარიის ალპებში. ჰელვეციური შარიაჟი გადაჭიმულია 100 კმ-ზე, ალპების აარის მასივიდან ინფრაჰელვეციურ კომპლექსამდე. შეცოცება ფორმირდება ძველი, პერმულ-ტრიასული სისტემის კლდის ფენებსა და ახალგაზრდა იურულ, ცარცულ კირქვებს, პალეოგენურ ფლიშებსა და მოლასებს შორის კონტაქტის შედეგად.

სარდონის ტექტონიკური შეცოცების გაშიშვლება მოიცავს გლარუსის, სანტ-გალენისა და გრაუბუნდენის კანტონების ტერიტორიებს.

ამგვარი ტექტონიკური შეცოცებები მსოფლიოს მთათა სისტემებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ სარდონის ზონა კარგი მაგალითია, რომელიც გეოლოგიისა და ოროგენიული მოძრაობების შესახებ ცოდნის მნიშვნელოვნად გაღრმავების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მიზეზით, 2008 წელს არეალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]