სარაჯული ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სარაჯული ცხვარი — ნახევრად უხეშმატყლიანი, დუმიანი ცხვრის ჯიში. სახელი ეწოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქმენეთში მდებარე აულის სარაჯის მიხედვით. გამოყვანილია ადგილობრივი დუმიანი ცხვრების ხანგრძლივი გადარჩევის გზით. აქვს საშუალო ზომის დუმა. ერკემალი 90-100 კგ-ზე მეტის, ნერბი კი — 50 — 75 კგ. კარგად ნასუქი ჭედილის ნაკლავის გამოსავალი 60%. სარაჯული ცხვრის მატყლი თეთრია, კანძი ძირითადად დაკულულებული. კულულის სიგრძეა 12-19 სმ, თივთიკისა 8 სმ. ერკემლის მატყლის წლიური ნაპარსი 3,7-4,5 კგ, ნერბისა 3,0-3,5 კგ შეადგენს. მატყლისაგან ქსოვენ ხალიცენს. 100 ნერბის ნაყოფიერება 110-115 ბატკანია. სარაჯული ცხვრის მოშენებას თურქმენეთში მისდევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]