სარაჯიშვილი (მეტროსადგური)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარაჯიშვილი
ახმეტელი-ვარკეთილის ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
გახსნის თარიღი 7 იანვარი, 1989
ძველი სახელები გურამიშვილი
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის სიგრძე, მ 102
არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი
მშენებელი კომპანია საქტრანსპროექტი

„სარაჯიშვილი“ (ყოფილი „გურამიშვილი“) — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც „ახმეტელის თეატრის“ და „გურამიშვილის“ სადგურებს შორის მდებარეობს. იგი გაიხსნა 1989 წლის 7 იანვარს და მისი დამპროექტემბელი გ. მოძმანიშვილი იყო, ხოლო მშენებლობა საპროექტო ორგანიზაცია საქტრანსპროექტმა განახორციელა.

სადგურის მოსაცდელი ვესტიბული თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული და განიერი სვეტებითაა დანაწევრებული, ხოლო ჭერზე დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის მონიტორები. სადგურში შესასვლელი ერთი მხრიდანაა განლაგებული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]