საპონა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საპონა
საპონა
საპონა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Caryophyllales
ოჯახი: მიხაკისებრნი
გვარი: საპონა
ლათინური სახელი
Saponaria

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


საპონა (Saponaria) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. ყვავილები შეკრებილიაფარისმაგვარ-საგველასებრ ყვავილედად. ჯამი ფოთლებშეზრდილია, გვირგვინი თეთრია ან ვარდისფერი. ნაყოფი ერთბუდიანი კოლოფია. ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში 30-მდე სახეობა იზრდება. საქართველოში - 4. მათგან ერთ-ერთს, სამკურნალო საპონას (Saponaria officinalis) აშენებენ დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. მისი ფესვებიდან, რომელიც 35% საპონინს შეიცავს, იღებენ საპნის სუროგატს.

ლიტერატურა[რედაქტირება]