საპნის ხე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საპნის ხე
Sapindus marginatus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Sapindus

საპნის ხე (Sapindus) — მცენარეთა საპინდუსისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ხეებია. 15-მდე სახეობა გავრცელებულია აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებში. ნაყოფი 38%-მდე საპონინებს შეიცავს და საპნის მაგივრად ხმარობენ. კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ ტროპიკულ და თბილ ქვეყნებში. საქართველოში (ბათუმში) იზრდება მისი სახეობა Sapindus Drummondii. ზოგჯერ საპნის ხეს ეძახიან კელრეუტერიასაც (Koelreuteria paniculata). იმავე ოჯახის მცენარეა, იზრდება აღმოსავლეთ აზიაში და ქერქი საპონინს შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]