ქართლის საპიტიახშო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საპიტიახშო (ქართლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საპიტიახშო.

ქართლის საპიტიახშოიბერიის (ქართლი) სამეფოს დიდმოხელის — ქართლის პიტიახშის — საგამგეო ერთეული, რომელიც ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულ გაჩიანის ანუ სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. ქართლის პიტიახში, ფაქტობრივად, სამშვილდის ერისთავი უნდა ყოფილიყო. ეს ტერიტორია ხშირად სომხეთის სამეფოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხვდებოდა, რის გამოც მის გამგებელს სომხურ წყაროებში ხან ქართლის, ხანაც გუგართა პიტიახში ეწოდებოდა (იხ. გუგარები, გოგარენე). არსებობს მოსაზრება, რომ გუგართა საპიტიახშო (ქართლის საპიტიახშო) უნდა წარმოქმნილიყო ძვ. წ. I საუკუნეში, ტიგრან II-ის ინიციატივით, როგორც სომეხთა სამეფოს ჩრდილოეთ განაპირა ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც უნდა დაეცვა სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრები.

III-IV საუკუნეებში ჩრდილოეთისაკენ (ქართლისაკენ) სომხეთის ექსპანსიის შედეგად ფართოვდებოდა გუგართა საპიტიახშოს ტერიტორიაც. სომხეთის წყაროების მიხედვით, გუგარქი უკვე მოიცავს არა მხოლოდ დებედის ხეობას, არამედ ძველი ქართული პროვინცია გაჩიანს და მთელ გვიანდელ ზემო ქართლსაც (მესხეთს). IV საუკუნის მეორე ნახევარში გუგარეთი კვლავ ქართლს შეუერთდა და მის მმართველს ამიერიდან ეწოდებოდა ქართლის პიტიახში, რომელიც ფაქტობრივად იგივე სამშვილდის ერისთავი იყო. V საუკუნეში ცნობილი არიან ქართლის პიტიახშები არშუშა და ვარსქენი, ხოლო VI საუკუნეში — არშუშა პიტიახში. ფეოდალური ურთიერთობის განვითარების შედეგად თანდათან მოისპო ქართლის სამეფოს ძველი ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის ქართლის სამეფოც. გადაგვარდა პიტიახშის ინსტიტუტიც. VIII საუკუნის 70-იან წლებში სამშვილდის მფლობელნი, ქართლის პიტიახშთა ჩამომავალნი, ფეოდალური ქართლის ჩვეულებრივი მთავრები არიან.

ქართლის პიტიახიშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიტიახშთა სია
სახელი მმართველობის წლები შენიშვნები
პუბლიკიოს აგრიპა 58-მდე
ზევახი „უფალი“ 30–50-იანები
შარაგასი 58–106 ზევახის ძე
იოდმანგანი 106–116 პუბლიკიოს ძე, ზევახის სიძე
ასპარუგი 117–138 შარაგასის ძე
ზევახი „მცირე“ II ს.-ის მიწურული ასპარუგის ძე
ბერსუმა III ს.-ის პირველი ნახევარი
ზევახი III ს.-ის მეორე ნახევარი
?
ფეროზი 330–361 გარდმანის მთავარი
უცნობი 361–394 უცნობი ქალიშვილი, დაქორწინდა ვარაზ-ბაკურზე
ბაკურ I 394–400 ცოლად შეირთო ვახტანგ გორგასლის და ხვარანზე
არშუშა I 400–430
ბაკურ II 430–455
არშუშა II 455–470
ვარსქენი 470–482 ალბანეთის გამგებელი
არშუშა III 482–540
არშუშა IV 540–608
ვაჰრამ-არშუშა V 608–627 ტყვედ ჩავარდა ნინევიის ბრძოლაში (627)
? 627–???
არშუშა VI ???–748 ცოლად შეირთო მირის ქალიშვილი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979;
  • მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკიტხები, ნაწ. 1, თბ., 1977;
  • მისივე, Из исторической географии Грузии, Тб., 1982;
  • Marquart J., Erānshahr nach der Geographie dea Ps. Moses Xorenaeiçi, B. 1901;