|
ქალაქი
სან-ფელიპე
San Felipe
|
ბოლივარ პლასა, სან-ფელიპე |
| დროშა |
გერბი |
 |
 |
|
სან-ფელიპე (ესპ. San Felipe) — ქალაქი ჩრდილოეთ-დასავლეთ ვენესუელაში, იარაკუის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს სეგოვიის მთიანეთის აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 220,786 კაცს. დედაქალაქ კარაკასიდან დაშორებულია 270 კილომეტრით, პუერტო-კაბელიოდან 90 კილომეტრით. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით გარშემო ტერიტორია მეტად მდიდარია. გაბატონებულია ტროპიკული კლიმატი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უტოლდება 24,8°C-ს.
დაარსდა 1729 წელს. წარმოადგენდა კაკაოთი ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტს, მანამ იგი არ იმსხვერპლა კარაკასის 1812 წლის უძლიერესმა მიწისძვრამ. შემდეგ წლებში იგი ახალ ადგილზე გააშენეს. სან-ფელიპე კომერციული და საწარმოო ცენტრია, სადაც მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, ბამბის, კაკაოს, სიმინდის, ბრინჯისა და ხილის წარმოება. ამრავლებენ საქონელს. ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი რაფაელ კალდერა ქალაქ სან-ფელიპეში დაიბადა. სან-ფელიპე კათოლიკური ეპარქიის რეზიდენციაა.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]