სან-მიგელი (ვულკანი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
სან-მიგელი |
||
|---|---|---|
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 2129 მ | |
| ტიპი | სტრატოვულკანი | |
| ბოლო ამოფრქვევა | 2002 | |
სან-მიგელი (ესპ. San Miguel) — მოქმედი ვულკანი სალვადორის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სან-მიგელის დეპარტამენტში. წარმოადგენს ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანს. სიმაღლე 2 129 მ. სალვადორის ვულკანებს შორის სიმაღლით მესამეა. მთავარი კრატერის გარსშემოწერილობა დაახლოებით 3 კილომეტრია, სიღრმე 150 მეტრი. კალთებზე ბევრი თანაკონუსი და ფუმაროლია. აგებულია ანდეზიტ-ბაზალტებით. მნიშვნელოვანი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1787 წელს. უკანასკნელი ამოფრქვევები შეინიშნებოდა 1976 და 2002 წლებში. უკანასკნელი სეისმური აქტივობა აღინიშნა 2006 წელს.[1]
ვულკან სან-მიგელს უწოდებენ ასევე ჩაპარასტიკუეს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ El Diario de Hoy, 11 de octubre de 2006, Volcán de San Miguel aumenta su actividad