სან-მარტინი (ტბა)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სან-მარტინი | |
|---|---|
| Lago San Martín Lago O'Higgins |
|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | პატაგონია, |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 250 მ მ |
| ფართობი | 1058 კმ² |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 525 კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 836 მ |
| ჩამდინარე მდინარეები | მაიერი |
| გამომდინარე მდინარე | პასკუა |
სან-მარტინი (ესპ. Lago San Martín) ან ო'ჰიგინსი (ესპ. Lago O'Higgins) – ფიორდული წარმოშობის ტბა ჩილესა და არგენტინაში. მდებარეობს აისენის რეგიონის (ჩილე) და სანტა-კრუსის პროვინციის (არგენტინა) ტერიტორიაზე. ტბა ცნობილია სან-მარტინის სახელით არგენტინაში, ხოლო ო'ჰიგინსის სახელით ჩილეში.
ტბის ფართობი 1058 კმ². უდიდესი სიღრმე 836 მ. მმდებარეობს ზღვის დონიდან 250 მ. სიმაღლეზე. იგი ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა. ერთვის მდინარე მაიერი და კიდევ რამდენიმე პატარა ნაკადული, ხოლო გამოედინება მდინარე პასკუა, რომლის საშუალებითაც დაკავშირებულია წყნარ ოკეანესთან.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||||