სანტა-მარია-სოპრა-მინერვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლესიის ინტერიერი

სანტა-მარია-სოპრა-მინერვა (იტალ. Santa Maria sopra Minerva, წმინდა მარიამი მინერვაზე) — გოთიკურ სტილში ნაგები ერთადერთი ეკლესია რომში, იტალიაში. მდებარეობს პანთეონის სიახლოვეს მინერვას ანტიკური ტაძრის ადგილას. ნაკლებადშესამჩნევი ფასადის შიგნით იმალება რომის დომინიკანური ტაძრის ვრცელი და მდიდრული ინტერიერი, რომელიც მეტწილად XIX საუკუნეში ჩატარებული განახლების შედეგია.

მინერვას ტაძარი, რომელიც მარსის ველზე პომპეუსმა ააგო ძვ. წ. I საუკუნეში, VIII საუკუნემდე შემორჩა ნანგრევების სახით. ამ პერიოდში პაპმა ზაქარიამ ეს ნაკვეთი ბერძენ ბერებს დაუთმო. XIII საუკუნეში მათი ადგილი დომინიკელებმა დაიკავეს, რომლებმაც არსებული ეკლესია 1280-1370 წლებში ააგეს. 1380 წელს აქ გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა წმ. ეკატერინე სიენელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]