სანტა-კრუს-დე-მომპოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანტა-კრუს-დე-მომპოსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია, ბოლივარის დეპარტამენტი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iv, v
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 742
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 742
ინგლ.რუს.ფრ.

სანტა-კრუს-დე-მომპოსი (ესპ. Santa Cruz de Mompox) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ კოლუმბიაში, ბოლივარის დეპარტამენტში. ქალაქს შენარჩუნებული აქვს კოლონიური სახე. მდებარეობს მდინარე მაგდალენასა და კაუკას ერთმანეთთან შეერთების ადგილას წარმოქმნილ კუნძულზე, ქალაქ კარტახენიდან 249 კმ მანძილზე. მომპოსი დამოკიდებულია ტურიზმზე, თევზაობაზე და ადგილობრივ წვრილ ვაჭრობაზე. მოსახლეობა შეადგენს 30 000 ადამიანს. მისი მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია პინილიოსი და სან-ფერნანდო.

სიმონ ბოლივარს, თითქმის მთელი სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელს ესპანელი კოლონიზატორებისაგან, ერთხელ უთქვამს:

ვიკიციტატა
„თუ მე კარაკასისათვის მთელს სიცოცხლეს დავთმობ, მომპოსისთვის მთელს ჩემს დიდებას გავწირავ.“

მომპოსში ბოლივარი 1812 წელს მოვიდა და ადგილობრივი ზრდასრული 400-მდე მამაკაცი გადაიბირა, მათ საფუძველზე შემდეგ მან შექმნა არმია, რომლითაც კარაკასი გაათავისუფლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომპო – ადგილობრივი კიმბაიას ცივილიზაციის ბელადი იყო ესპანელთა მოსვლამდე. შესაბამისად, მომპოსი ნიშნავს „მომპოს სამართავ მიწას“. ქალაქი 1537 წლის 3 მაისს, დააარსა დონ ალონსო დე ერეიდამ, როგორც უსაფრთხო და დაცული პორტი მდინარე მაგდალენაზე. სანტა-კრუს-დე-მომპოსი ტვირთების გატარების სიმრავლის გამო, სულ მალე იქცა საკმაოდ წარმატებულ პორტად. მალე აქ დაარსდა სამეფო ზარაფხანა და ქალაქმა სახელი გაითქვა თავის ოქრომჭედლებით.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანტა-კრუს-დე-მომპოსი ცნობილია თავის კარგად შემონახული კოლონიური არქიტექტურით, რომელიც ამავე დროს შერწყმულია ინდიელთა სტილთან. იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ის 1995 წელს შეიტანა. დღეისათვის, აქ უამრავ არქიტექტურულ ძეგლს შენარჩუნებული აქვს პირვანდელ სახე და ქალაქი წარმოადგენს ტიპურ ესპანურ კოლონიურ ქალაქს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]