სანკტ-იაკობ პარკი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანკტ–იაკობ პარკი
მდებარეობა ბაზელი, შვეიცარია
უეფას შეფასება 4/5 ვარსკვლავი4/5 ვარსკვლავი4/5 ვარსკვლავი4/5 ვარსკვლავი4/5 ვარსკვლავი
აშენების თარიღი 1998
გახსნის თარიღი 15 მარტი, 2001
საფარი ბალახი
დახარჯული თანხა შფ 220 მილიონი
არქიტექტორი ჰერცოგი & დე მერონი
მფლობელი ბაზელი (სუპერ ლიგა)
(1998–დღემდე)
ტევადობა 42,500

სანკტ–იაკობ პარკი არის სპორტული სტადიონი ბაზელში, შვეიცარია. ეს არის ყველაზე დიდი სტადიონი შვეიცარიაში. თავდაპირველად სტადიონის ტევადობა იყო 38,500[1], ხოლო სპეციალურად უეფა ევრო 2008–ისთვის, იგი გაიზარდა 42,500 სკამამდე.

სტადიონი გაყოფილია ოთხ ბლოკად A, B, C და D, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა მხარეს. ბლოკი G, რომელიც წარმოადგენს მაღლა აშენებულ აივანს, აშენდა მოგვიანებით.

უეფამ შეაფასა სტადიონი ოთხი ვარსკვლავით, რაც საუკეთესოა, თუ გავითვალისწინებთ მის ტევადობას.

სტადიონის არქიტექტორია შვეიცარიული ფირმა ჰერცოგი & დე მერონი. საბოლოოდ სტადიონის მშენებლობაში დაიხარჯა 220 მილიონი შვეიცარიული ფრანკი.

სტადიონში არის 32 სხვადასხვა სახის მაღაზია, მათ შორის რესტორანიც. სტადიონს აქვს 680 მანქანის დასაყენებელი ადგილი. სტადიონამდე მისვლა შესაძლებელია ავტობუსით, ტრამვაითა და მატარებლით (სტადიონს აქვს საკუთარი მატარებლის სადგური).

სანკტ–იაკობ პარკის სტადიონზე გაიმართება 6 თამაში უეფა ევრო 2008–დან: 3 თამაში ჯგუფიდან (მათ შორის გახნის თამაში), ორი მეოთხედფინალი და ერთი ნახევარფინალი.

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] პანორამა

პირადი ხელსაწყოები