სანკიულოტები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სანკიულოტები (ფრანგ. Sans-culotte - მოკლე შარვლის გარეშე) — საფრანგეთის რევოლუციის დროს შემოღებული ტერმინი. პირველად გამოიყენეს 1790 წელს. არისტოკრატები სანკიულოტებს დაცინვით უწოდებდნენ თავიანთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს − ქალაქის ღარიბთა წარმომადგენლებს, რომლებსაც უხეში ქსოვილისაგან შეკერილი გრძელი შარვლები ეცვათ (განსხვავებით ბურჟუაზიისაგან, რომლებიც მოკლე შარვლებსა და აბრეშუმის წინდებს ატარებდნენ). შემდგომში „სანკიულოტი“ პატრიოტის, რევოლუციონერის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- sansculotte ენციკლოპედია „ბრიტანიკაზე“. (ინგლისური)
- sansculotte. (ინგლისური)