სამხრეთ შეტლანდის კუნძულები
სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები არის ატლანტის კუნძულების ჯგუფი, რომლებიც ანტარქტიდის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობენ,[1] კუნძულების ფართობი შეადგენს 3687კმ²-ს. ანტარქტიკის 1959 წლის შეთანხმების მიხედვით კუნძულებზე უფლება არ არის განსაზღვრული ხელმომწერი მხარეების მიერ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მასზე პრეტენზიას არ აცხადებენ და ის გამოიყენება სამშვიდობო მიზნებისათვის.
კუნძულებზე პრეტენზიას აცხადებენ ბრიტანეთი 1908 წლიდან და მიიჩნევს რომ ის არის ბრიტანეთის ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილი, ჩილე 1940 წლიდან და მიიჩნევს რომ არის ჩილეს ანტარქტიკის პროვინციის ნაწილი და არგენტინა 1943 წლიდან რომელიც კუნძულებს არგენტინული ანტარქტიკის ნაწილად მიიჩნევს.
კუნძულებზე რამდენიმე ქვეყანას აქვს მუდმივი კვლევითი სადგურები. მათი უმეტესობა განთავსებულია მეფე ჯორჯის კუნძულზე, რომლებიც ჩილეს ედუარდო ფრეი მონტალვას სახელობის ბაზის აეროდრომით სარგებლობენ.
დღისთვის კუნძულებზე მდებარეობს 16 კვლევითი ბაზა, რომლებს შორისაც ჩილეს ბაზები ყველაზე ბევრია. ზოგიერთ შემთხვევაში ბაზებს ორი ქვეყანა ერთდროულად იყენებს, რისი მაგალითიცაა ჩილურ-ამერიკული ბაზა შირეფი.
სექციების სია |
კუნძულები [რედაქტირება]
ჩრდილოეთიდან სამხრეთით დიდი და ზოგიერთი მცირე კუნძული სამხრეთ-შეტლანდის კუნძულების ჯგუფიდან:
- კორნუელსის კუნძული (მცირე)
- სპილოს კუნძული (რუსულად: მორდვინოვა)
- კლარენსი (რუსულად: შიშკოვა)
- როუეტის კუნძული (მცირე)
- ჯიბსი (მცირე)
- მეფე ჯორჯის კუნძული (ყველაზე დიდი. არგენტინულად 25 მაისის კუნძული, რუსულად: ვატერლოო)
- ბრიჯმენის კუნძული (მცირე)
- პინგვინის კუნძული (მცირე - ერთრთი ანტარქტიკის რეგიონში არსებული რამდენიმე პინგვინის კუნძულებიდან)
- ნელსონის კუნძული (რუსულად: ლაიპციგი)
- რობრტის კუნძული (რუსულად: პოლოტსკი)
- კუნძული აიჩო (მცირე)
- გრინვიჩის კუნძული (რუსულად: ბერეზინა)
- ნახევარ მთვარის კუნძული (მცირე)
- მარტოობის კუნძული (მცირე)
- ლივინგსტონის კუნძული (სიდიდით მეორე. რუსულად: სმოლენსკი)
- უსწორმასწორო კუნძული (მცირე - ერთრთი ანტარქტიკის რეგიონში არსებული რამდენიმედან)
- თოვლის კუძული (ერთრთი ანტარქტიკის რეგიონში არსებული რამდენიმედან; რუსულად: მალი იაროსლავი)
- სმითის კუნძული (რუსულად: ბოროდინო)
- იმედგაცრუების კუნძული (რუსულად: ტეილია)
- დაბალი კუნძული
- სელაპის კუნძული (მცირე)
(რუსული სახელები არის ისტორიული და არა ოფიციალური.)
კვლევითი სადგურები [რედაქტირება]
კვლევითი ბაზები ქვეყნების მიხედვით:
არგენტინა - ხუბანი (1953 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
არგენტინა - იმედგაცრუების კუნძულის ბაზა (1948 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
ბულგარეთი - წმინდა კლიმენტ ოხრიდსკის ბაზა (1988 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
ბრაზილია - კომანდატე ფერას ბაზა (1984 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
ჩილე - პრეზიდენტ ედუარდო ფრეი მონტალვას ბაზა (1969 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
ჩილე - პროფესორ ხულიო ესკუდეროს ბაზა (1994 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
ჩილე - კაპიტან არტურო პრატის ბაზა (1947 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
ჩილე/ამერიკის შეერთებული შტატები - შირეფის ბაზა (1990 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
ჩინეთი - ჩან-ჩენი/(დიდი კედელი) (1985 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
ეკვადორი - პედრო ვისენტ მალდონადოს ბაზა (1990 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
ესპანეთი - ხუან კარლოს I -ის ბაზა (1988 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
ესპანეთი - გაბრიელ დე კასტელას ბაზა (1989 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
სამხრეთი კორეა - მეფე სეჯონგის ბაზა (1988 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
პერუ - მაჩუ პიქჩუს კვლევითი ბაზა (1989 წლიდან, მხოლოდ ზაფხულობით)
პოლონეთი - ჰენრიკ არქტოვსკის პოლონური ანტარქტიკის ბაზა (1977 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
რუსეთი - ბელინსგაუზენის ბაზა (1968 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
ურუგვაი - არტიგას ბაზა (1984 წლიდან, მთელი წლის განმავლობაში)
საველე ბანაკები [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რუკები [რედაქტირება]
- მეფე ჯორჯის კუნძულის ინტერაქტიული რუკა
- L.L. Ivanov. ანტარქტიკა: ლივინგსტონისა და გრინვიჩის კუნძულები, სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები მასშტაბი 1:100000 ტოპოგრაფიული რუკები.
- L.L. Ivanov. ანტარქტიკა: ლივინგსტოუნის, გრენვიჩის, რობერტის, თოვლის და სმითის კუნძულები. მასშტაბი 1:120000 ტოპოგრაფიული რუკები. Manfred Wörner Foundation, 2009. ISBN 978-954-92032-6-4
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ სამხრეთ-შეტლანდის კუნძულები. ჩრდილოეთ დაკოტის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 2009-08-21.
