სამხრეთ სუდანის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფლის სკოლის მოსწავლეები, იუსაიდის პროექტში. 2010

2011 წლის მონაცემებით სამხრეთ სუდანში ცხოვრობს 11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც წარმოადგენენ დაახლოებით 60 ეთნიკურ ჯგუფს და იყოფიან დაახლოებით 80 ლინგვისტურ ჯგუფად. ეთნიკურ ჯგუფების უმეტესობას შორის არ არის პოპულარული დასავლუი ინსტიტუტები და პრობლემის მოგვარება ხდება უხუცესების დახმარებით, უმეტესობისთვის სიმდიდრის მთავარ განმსაზღვრელ პირობას წარმოადგენს მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა და გამოიყენება პატარძლის გამოსასყიდად.

სამხრეთი სუდანის ტომების უმეტესობა არიან აფრიკული მემკვიდრეობის მქონე, რომლებიც მისდევენ ქრისტიანობას ან ადგილობრივი რელიგიებთან შერევის შედეგად წარმოქმნილ სინკრეტიზმს. აფრიკული მემკვიდრეობის მქონე ტომებიში არიან ისლამის მიმდევარი კლანებიც. რეგიონში უმცირესობაში არსებობენ არაბული მემკვიდრეობის მქონე ტომებიც, რომლებიც ისლამს აღიარებენ. არაბული მემკვიდრეობის რამდენიმე ტომის კლანი ასევე არის ქრისტიანიც.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ლიგვისტურად უფრო მრავალფეროვანია. მოსახლეობის უმეტესობა წარმოადგენს დინკას (მოსახლეობის 35.8%, ცხოვრობენ ძირითადად ბაჰრ-ელ-გაზალში) ხალხს ან ნუერის (მოსახლეობის 15.6%, ცხოვრობენ ძირითადად ზემო ნილოსის რეგიონში). ორივე ტომი საუბრობს ნილო–საჰარულ ენებზე და ერთმანეთთან ლინგვისტურად ახლოს არიან. დინკა სამხრეთ სუდანში წარმოადგენს სტანდართულ ენას.

მოსახლეობის რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით სამხრეტი სუდანის მოსახლეობა შეადგენდა 11,090,104 ადამიანს. მოსახლეობის სტრუქტურა შემდეგნაირია:

ასაკი პროცენტი კაცი ქალი
0–14 46.2% 2,613,696 2,505,794
15–24 19.7% 1,148,967 1,030,596
25–54 29% 1,547,552 1,666,242
55–64 3.1% 186,460 154,924
> 65 2.1% 133,300 102,600

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანში დაახლოებით 60 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.[1] მათ შორი 40%–მდე არის დინკას ხალხი. მოსახლეობის თითქმის 95% ნილო–საჰარულ ენებზე საუბრობს. დანარჩენი 5%, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობს საუბრობს უბანგიურ ენებზე. სამხრეთ სუდანში გავრცელებული ყველაზე დიდი უბანგიური ენა არის ზანდე.

დინკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაჰრ-ელ-გაზალის ისტორიულ რეგიონი, სადაც ძირითადად დინკას ხალხ ცხოვრობ.

დინკას ხალხს არ ჰყავს ერთიანი პოლიტიკური ლიდერი, ისინი დაყოფილი არიან რამდენიმე კლანად. დინკა სამხრეთ სუდანის მოსახლეობის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს, 2013 წლის მონაცემების მიხედვით ისინი მთლიანი მოსახლეობის 35.8%–ს სეადგენენ. მათიუ უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ბაჰრ-ელ-გაზალის ისტორიულ რეგიონში და ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა ზემო ნილოსის რეგიონშიც.

ტრადიციულად დინკას წამდა ერთი ღმერთის (ნიალიკი) რომელიც ადამიანებს სულის დახმარებით ელაპარაკებოდა. XIX საუკუნიდან ინგლისელმა მისიონერებმა გაავრცელეს ქრისტიანობა, რომელიც ახლა დინკას ხალხში დომინანტ რელიგიას წარმოადგენს.

სუდანის პირველი სამოქალაქო ომის დროს მათი რეგიონი ბრძოლის არეალს წარმოადგენდა. 1983 წელს დინკას წარმომადგენელმა ჯონ გარანგმა ჩამოაყალიბა სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი არმია, რომელიც სუდანის მეორე სამოქალაქო ომის მთავარი ძალა იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამხრეთ სუდანის ჯარი ამ არმიისგან ჩამოყალიბდა.

ნუერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო ნილოსის რეგიონი, სადაც ნუერები უმეტესობას წარმოადგენენ.

ნუერები სამხრეთ სუდანის სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. 2013 წლის მიხედვით მათი რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 15.6%–ს შეადგენს. XIX საუკუნეში რეგიონზე გავლენის მოპოვებას ბრიტანელები, თურქები და არაბები ცდილობნდნენ. ნუერები თურქებს და არაბებს ემხრობოდნენ რის გამოც მათ ბრიტანელების მხარეს მყოფ დინკასთან კონფლიქტი ჰქონდათ.

ნუერების თეთრი არმია წარმოადგენს ნურების შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელმაც სამხრეთ სუდანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იარაღის დადებაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი დინკების მიერ ჩამოყალიბებული სამხრეთ სუდანის ჯარის მიმართ უნდობლობა იყო.

ნუერები ზემო ნილოსის რეგიონში უმეტესობას წარმოადგენენ, სადაც მათ გარდა ასევე წარმოდგენილია დინკას, შილუკის და მურლეს ხალხები.

ზანდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზანდელანდი (მწვანედ)

ზანდეს ხალხი ცხოვრობს სამხრეთ სუდანში, კონგოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისინი უბანგიური ენების ოჯახში შემავალ ზანდეს ენაზე საუბრობენ. სამხრეთ სუდანში ზანდეს ხალხის უმეტესობა დასავლეთ ეკვატორიის შტატში ცხოვრობს, იქ მათი რაოდენობა დაახლოებით 713,000 ადამიანს შეადგენს. ტრადიციულად ზანდეს ხალხი წარმოადგენდა დამპყრობელ მეომრებს, რომლებიც ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს მისდევდნენ. დღეისთვის ზანდეს ხალხის უმეტოსობა ქრისტიანია.

ზანდეს ხალხს ხანდახან დამამაცირებლად ნიამ–ნიამ–ით მოიხსენიებენ. ეს დასახელება მოდის დინკას ენიდან და დიდ მჭამელს აღნიშნავს. ეს ზედმეტი სახელი კანიბალიზმისკენ მიდრეკილებაზე მიანიშნებს. ზანდები იმ იშვიათი ჯგუფის წარმომადგენლები არიან სამხრეთ სუდანში რომლებიც საქორწილო გამოსასყიდად ძროხებს არ იყენებენ. დინკასა და ზანდეს შორის ისტორიული შუღლია.

ბარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბარის განსახლების ძირითადი ადგილი – ცენტრალური ეკვატორიის შტატი.

ბარის ხალხი ცხოვრობს თეთრი ნილოსის ხეობაში და საუბრობს ბარის ენაზე. ტრადიციულად ბარის ხალხს სწამდა ერთი ღმერთის, ასევე კეთილი და ბოროტი სულების. დღეისთვის ბარების უმეტესობა ქრისტიანია. ისტორიულად ბარებს უწევდათ როგორც დინკასა და ზენდების ასევე ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა.

ბარების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 542,000 ადამიანს რითიც ისინი სამხრეთი სუდანის სიდიდით მეოთხე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ბარის აქვთ ორი ქორწილი, ერთს უხდიან როდესაც ბავშვები არიან 10 წლის და ის ნიშნობას და მზითევზე მოლაპარაკებას გულისხმობს. მეორე ქორწილი ტარდება ქრისტიანული წეით, როდესაც დანიშნულები საქორწილო ასაკს მიაღწევენ. მეზობელი ტომების მსგავსად ბარის ძირითად სიმდიდრესაც მსხვილფეხა პირუტყვი შეადგენს. საშუალო საქორწილო მზითევი შეადგენს 23 რქოსან საქონელს და 40 თხასა და ცხვარს.

შილუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შულუკების სამეფო ყვითლად და მისი მეზობლები.

შილუკებს 1490–1865 წლებში სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე ჰქონდათ შილუკების სამეფო. სამეფო 1800–იანი წლებიდან განიცდიდა ოსმალების თავდასხმებს, ხოლო მოგვიანებით ის გახდა ანგლო-ეგვიპტური სუდანის ნაწილი. მათი მეფე ტრადიციულად წინასწარმეტყველად მიიჩნეოდა, დღეს ის წარმოადგენს არაოფიციალურ ტომის ლიდერს როგორც სუდანში ასევე სამხრეთ სუდანის ზემო ნილოსის შტატში. შილუკების უმეტესობა ქტისტიანია. 381,000 ადამიანის რაოდენობით შულუკები მიიჩნევა სამხრეთ სუდანის სიდიდით V ეთნიკურ ჯგუფად.

ქალაქი კოდოკი წარმოადგენს შულუკების მეფის საცერემონიო ქალაქს სადაც მათი კურთხევა ხდება. კოდოკი მიიჩნევა დგილად სადაც ჯუოკის (შულუკების ტრადიციული ღმერთი), ნიიკანგოს (შულუკების სამეფოს დამაარსებელი და მათი სულიერი წანამძღოლი) ასევე გარდაცლილი და ცოცხალი მეფეების სულები იკრიბებიან მედიაციისთვის.

ტოპოზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოზა იყო კარამოჯონგას ხალხის ნაწილი, რომლებიც დღეს უგანდის შემადგენლობაში შედიან. ისინი სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე დღევანდელ აღმოსავლეთ ეკვატორიაში სავარაუდოდ XVI საუკუნეში გადმოსახლდნენ. ტოპოზები მუდმივად ჩართული იყვნენ მეზობლებთან წყლის და საძოვრების გამო წარმოქმნილ კონფლიქტებში.

ტოპოზების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 207,000–ს და ისინი სამხრეთი სუდანის სიდიდით VI ან VII ეთნიკური ჯგუფია. ტოპოზებს არ აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, ისინი პატიცვს უფროსებსა და ბელადებს სცემენ. გადაწყვეტილებებს იღებენ საერთო კრებებზე, რომლებსაც მხოლოდ კაცები ესწრებიან. ტოპოზებს ჯერათ ერთი ზეძალის და ანცესტრალური სულის. სამოქალაქო ომების დროს ინი მხარს უჭერდნენ ხან სამხრეთ სუდანის განმათავისუფლებელ მოძრაობას ხან სუდანის არმიას.

ლოტუკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოტუკოს ხალხის ძირტადი საქმიანობა არის მეცხოველეობა, მათი რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 207,000–ს და ისინი სამხრეთი სუდანის სიდიდით VI ან VII ეთნიკური ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ძირითადად სახლობენ აღმოსავლეთ ეკვატორიის შტატში. სავარაუდოდ ისინი ამ რეგიონში 1700–იანებში გამდოსახლდნენ. საუბრობენ ლოტუკოს ენაზე.

მიწას განაგებს მთლიანი მოსახლეობა და არ ყავთ ერთი ლიდერი. შერჩეული ადამიანები წყვეტენ ბაღების გაშენების საკითხს და ასევე იმას თუ რომელ პიროვნებას რა რაოდენობის მიწა ექნება. ლოტუკოს ტომს ტრადიციულად კონფლიქტი აქვს მურლეს ხალხთან, რომლებიც მათ ნახირებს თავს ესხმიან.

ლუო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუოს ხალხის ძირითადად კენიაში ცხოვრობს (სადაც ისინი სიდიდით მესამე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ). სამხრეთ სუდანში ისინი ცხოვრობენ დასავლეთ ბაჰრ-ელ-გაზალში, სადაც მათი რაოდენობა დაახლოებით 171,000–ს შეადგენს. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით ლუო სამხრეთ სუდანის სიდიდით VIII ეთნიკური ჯგუფია.

მორუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორუს ხალხის უმეტესობა ცხოვრობს დასავლეთ ექვატორიის შტატში. იქ მათი რაოდენობა დაახლოებით 152,000 ადამიანს შეადგენს, რითიც ისინი სამხრეთ სუდანის სიდიდით მეათე ეთნიკური ჯგუფია. მორუს ხალხის გარკვეული ნაწილი ასევე ცხოვრობს უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც. მორუს ხალხი გამოირჩევა განათლების მაღალი დონით, მათგან ბევრი იღებს სამედიცინო განათლებას.

ტრადიციულად მორუს ხალხი მისდევდა მიწათმოქმედებას და არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა. ტომის მართვას ახორციელებენ ბელადები. მათი მთავარი როლია კონფლიქტების მოგვარება როგორც ოჯახებს ასევე კლანებს შორის. ტრადიციულად მათ დაპირისპირება ჰქონდათ ზანდებთან და კონგოდან შემოჭრილ მონებზე მონადირეებთან.

მურლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონგლის შტაში (წითელი) მურლეს და ნუერების ტერიტორია.

მურლეს ხალხი ეთიოპიასა და სამხრეთ სუდანში ჯონგლის შტაში ცხოვრობენ. ისინი მისდევენ ტრადიციული აფრიკული რელიგიების და ქრისტიანობის შერეულ აღმსარებლობას. დაახლოებით 130 000 წარმომადგენლით მურლე სამხრეთ სუდანის სიდიდით XI ეთნიკური ჯგუფია. წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა ხდება მოხუცების და გრძნეულების დახმარებით. მურლეს ხალხის ენა სურმიკული ენების ოჯახიდანაა.

მურლეს (დინკასა და ნუერების მსგავსად) წარმომადგენელს დაქორწინება შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ რაც ის ქალის მამას გადაუხდის რამდენიმე დუჟინ ძროხას. ამის გამო ხშირად ხდება მეზობელი ტომებისგან საქონლის მოპარვა. სუდანსა და ეთიოპიაში მიმდინარე სამოქალაქო ომებისგან თავდასაცავად მურლეს ხალხს აქვს საკუთარი შეიარარებული დაჯგუფება.

აჩოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჩოლის ხალხი ცხოვრობს აღმოსავლეთ ეკვატორიის შტატის დასავლეთ ნაწილში და აჩოლის ენაზე საუბრობენ. 2013 წლის მონაცემებით სამხრეთ სუდანში დაახლოებით 60 000 აჩოლი ცხოვრობს, ხოლო უგანდაში 1.6 მილიონი.

აჩოლების ხალხის ბელადებს ეწოდებათ რვოდი. ბელადი აერთიანებს რამდენიმე ნათესაურ კლანს. ტრადიციულად ითვლებოდა, რომ რვოდებს ზებუნებრივი ძალები ჰქონდათ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება უხუცესთა საბჭოზე ხდება. წარმომადგენელთა საბჭო განიხილავს კლანებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებებს.

საქორწილო რიტუალი ახალგაზრდა მამაკაცის მიერ გოგოს მხრიდან სიმპატიის მოპოვების მერე ნიშნობით გრძელდება. ნიშნობის დროს ახალგაზრდას გოგოს მამასთან მიაქვს მცირე გამოსასყიდ ხოლო ქორწილამდე მან მთლიანად უნდა გადაიხადოს პატარძლის ღირებულება, რომელიც როგორც წესი მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონელია.[2]

აჩოლის ხალხს სწამს ერთი უმაღლესი ძალის ნიარუნბაგასი, რომელიც ადამიანის მოკვლას კრძალავს. მკვლელობის შემთხვევაში მსხვერპლის ოჯახი აწარმოებს სისხლის გამოსასყიდის რაოდენობაზე მოლაპარაკებას. ამის შემდეგ ტარდება მკვლელთან შერიგების რიტუალი. დღეისთვის აჩოლების უმეტესობა ქრისტიანია.

აჩოლების მიწა ნგომ კვარო არ ეკუთვნის ინდივიდებს და ზოგადად კლანის საკუთრებად ითვლება. მიწა გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ნადირობისთვის, კლანებს შორის უთანხმოებებს აგვარებენ რვოდები.[3]

აჩოლები თავიდან ბაჰრ-ელ-გაზალში ცხოვრობდნენ, თუმცა XVII საუკუნეში სამხრეთით მიგრირდნენ და დღეისთვის უგანდის ერთ–ერთ უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

დიდინგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდინგას ხალხი აღმოსავლეთი ეკვატორიის შტატში დიდინგას მთებში ცხოვრობს. ისინი საუბრობენ დიდინგას ენაზე (რომელიც არის სურმიკული ენების ოჯახიდან), ამ ენაზე ასევე საუბრობენ სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიაში მცხოვრები ხალხები საიდანაც ისინი სავარაუდოდ 1700–იანებში მიგრირდნენ. 1960–იანებში სამოქალაქო ომის დროს ბევრი გადასახლდა უგანდაში, თუმცა უმეტესობა 1970–იანებში ისევ უკან დაბრუნდა.

დიდნგას ხალხი ძირითადად მისდევს მეცხოველეობას. მათი უმეტესობა ტრადიციული რელიგიების მიმდევარია და დიდ პატივს მიაგებენ გარდაცვლილ წინაპრებს.

ტენეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტინეტის ხალხი ცხოვრობს აღმოსავლეთ ეკვატორიაში და საუბრობენ ტინეტზე. ისინი თვლიან, რომ ადრე იყვნენ უფრო დიდი ეთნიკური ჯგუფის წევრი რომელიც მოიცავდა სხვა სურმიკულ ენებზე მოსაუბრე ხალხებსაც. ისინი მისდევენ მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას. სიმდიდრის მთავარ საზომად ითვლება მსხვილფეხა საქონელის რაოდენობა. ტენეტის ხალხის მართვა ხდება გარკვეული ასაკის მქონე წევრების მიერ, რომლებსაც მონიომიჯი ეწოდებათ. მონიომიჯი შეიძლება იყოს მამაკაცი რომელსაც შეუძლია იარაღის ხმარება და საქონელის მწყემსვა.

ბაგარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგარების უმეტესობა ცხოვრობს ჩადიში და სუდანის დარფურის რეგიონში, მათგან ზოგიერთი სეზონურად მიგრირებს სამხრეთ სუდანში, ცანტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ნიგერიაში.

ბაგარები არის არაბული ტომები, რომელთა რაოდენობაც ჯამში დაახლოებით 1 მილიონს შეადგენს. მათი უმეტესობა ცხოვრობს ჩადიში და სუდანის დარფურის რეგიონში (ძირითადად ფურები, ნუბა და ფულბეები). ისინი პერიოდულად მიგრირებენ სამხრეთ სუდანსა და მიმდებარე რეგიონებში. დასავლეთი ბაჰრ-ელ-გაზალის ჩრდილოეთ ნაწილი არის ბაგარების გადმოსახლების ტრადიციული არეალი. მათი დასახელების არაბულიდან პირდაპირი თარგმანი არის მეძროხე, ისინი საუბრობენ ჩადის არაბულზე.

1880–იანი წლების მაჰდისტების აჯანყების მთავარი მონაწილეები იყვნე დარფურის და კორდოფის ბაგარები. 1985 წლიდან მათ სუდანის მთავრობა სამხრეთ სუდანის დინკების მიერ შექმნილი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად აიარაღებდა.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ სუდანში დაახლოებით 60 ადგილობრივი ენაა. ოფიციალური ენეებია ინგლისური და არაბული. ყველაზე მეტად გამოყენებული რეგიონალურ ენებია: დინკა, ნუერი, ბარი, ზანდე და შილუკი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. United Nations Office for the Coordination of Humanitarian Affairs (UN OCHA), 24 December 2009. Distribution of ethnic groups in southern Sudan დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine.
  2. Acholi გვ. 1. Gurtong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 3 Feb 2014.
  3. Mitigating Land Conflicts in Northern Uganda გვ. 9, Volume IV. URI & ARLPI, Supported by IFA/ZIVIK (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 3 Feb 2014.