სამხრეთის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ქვეყანა სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი
კოორდინატები 6°33′ ჩ. გ. 28°17′ ა. გ. / 6.550° ჩ. გ. 28.283° ა. გ. / 6.550; 28.283
ფართობი 23,000 კმ²
დაარსდა 1939

სამხრეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი სამხრეთ სუდანში. პარკი დაარსებულია 1939 წელს და მისი ფართობი შეადგენს 23,000 კმ²–ს.[1]

1950 წლის აღწერით პარკი მოიცავდა 20,000 კმ²–ს და მის ტერიტორიას რწყავდა სამი მდინარე. დასავლეთით მდინარე ჯური, აღმოსავლეთით მდინარე გელი და პარკის ცენტრში მდინარე იბა. მდინარეები პარკში ქმნიან ჭაობიან გარემოს. პარკი ძირითადად დაფარული იყო: ბუჩქნარით, წვიმის ტყეებით და გალერიული ტყეებით. მუსონების სეზონში პარკი 4 მეტრზე მაღალი მცენარეული საფარით იფარებოდა. ნიადაგი ძირითადად იყო მოთეთრო თიხის და ქვიშის ველებით დაფარული. პარკის ტერიტორიაზე გამავალ მდინარეებში სახლობდა თევზის ბევრი სახეობა. მათ შორის: Gymnarchus, გველთევზასნაირნი, ტილაპია, Polypterus bichir, ორგვარადმსუნთქავნი, ლოქოსებრნი და ასევე ნიანგები. ცხოველთა სამყაროდან წარმოდგენილი იყვნენ: ანტილოპა კანა, კორიგუმი, თეთრტუჩ მარტორქა, რედუკა, კოლუბუსი, გალაგო, სენეგალური გალაგო, ტყის დიდი ღორი, აფრიკული მარაბუ და ვარხვისებრნი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Database on Protected Areas[მკვდარი ბმული]
  2. The Sudan's Southern National Park (pdf). rhinoresourcecenter.com (1950). ციტირების თარიღი: 31 July 2011.