სამწიფარასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სამწიფარასებრნი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Meloidae | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სამწიფარასებრნი (Meloidae), ხოჭოების ოჯახი. ჩვეულებრივ კაშკაშა ფერის სხეული აქვთ, ჰემოლიმფა შეიცავს შხამიან ნივთიერებას — კანტარიდინს, რომელიც ადამიანის კანზე მოხვედრისას წყლულებს აჩენს. ოჯახში 2500-მდე სახეობაა. ყოფილ სსრკ-ში 200-მდე სახეობა გვხვდება, რომელთაგან საქართველოში აღსანიშნავია თავწითელა ესპანურა (Epicauta erythrocephala). ოთხწერტილა სამწიფარა (Mylabris quadripunctata), ცვალებადი სამწიფარა (Meloidae variabilis) ყვავილის სამწიფარა (Meloidae polymorpha) და სხვა. სამწიფარასებრთა ზოგი სახეობა მცენარეთა მავნებელია; ზოგის მატლი სასარგებლოა (კალიის კვერცხებს ანადგურებს), ზოფი კი ფუტკრის ბუდეში პარაზიტებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 50, თბ., 1985 წელი.