სამყურა მხოხავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სამყურა მხოხავი | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Trifolium repens | ||
| დაცვის სტატუსი | ||
თეთრი სამყურა (სინ. მხოხავი სამყურა ლათ. Trifolium repens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი საძოვრის მცენარე. თეთრი (ზოგჯერ თეთრი- მკრთალადმოწითალო) თავაკა ყვავილებით. 5-20 სმ-მდე სიმაღლის მოგრძო (40 სმ-მდე) მხოხავი ღეროებით და მასზე განლაგებული ფართო ლანცეტური, სამ-სამ ფოთოლაკიანი ფოთლებით. ფართოდაა გავრცელებული საქართველოს დაბლობებსა და მთიანი ზოლის მინდვრებსა და ტყის პირებში. კარგი თაფლოვანი, ამასთან ყუათიანი მწვანე ბალახოვანი საკვებია საქონლისათვის. წითელ სამყურასთან შედარებით იწვევს საქონლის ნაკლებ შებერილობას.
გალერეა [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კეცხოველი ნ. კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში გვ 299,თბ., 1957
- Brockhaus ABC der Landwirtschaft, Leipzig, Bd.2. gv. 1506