სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე ფოტოსურათი
Airbus A380 პარიზის ავიაშოუზე, 2007 წელს
დაწესდა 7 დეკემბერი, 1996. გაეროს გენ. ასამბლეის დადგენილებით
დაკავშირებულია ჩიკაგოს კონვენციის მიღება

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (გაეროს ზოგიერთ ოფიციალურ ენაზე: ინგლ. International Civil Aviation Day, ესპ. Día de la Aviatión Civil Internetional, რუს. Международный день гражданской авиации, ფრანგ. Journée de l'aviation civile internationale) — იკაოს მოთხოვნით და გაეროს გენერალური ასამბლეას მიერ, 1996 წელს №A/RES/51/33 რეზულუციით დადგენილი დღე.[1]
აღინიშნება ყოველწლიურად 7 დეკემბერს, იკაოს დაარსების დღეს.
7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღინიშნებოდა 1994 წლის 7 დეკემბრიდან, სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მიღების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]