სამოთხის ფრინველისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
სამოთხის ფრინველისებრნი |
პატარა სამოთხის ფრინველი
|
| მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
|
| ლათინური სახელი |
| Paradisaeidae |
| დაცვის სტატუსი |
|
|
|
სამოთხის ფრინველისებრნი (Paradisaeidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს სხვადასხვა ზომის ფრინველებს. გავრცელებული არიან ახალი გვინეისა და მახლობელი კუნძულების ხშირ ტყეებში, რამდენიმე სახეობა - ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ავსტრალიის ტყის ზონაში. სამოთხის ფრინველისებრთვის დამახასიათებელია სქესობრივი დიმორფიზმი. მამლები უფრო მკვეთრი ფერის ბუმბულით არიან შემკულნი, აქვთ ე.წ. "სამკობი" ბუმბული - წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე ფერისა. საერთო შეფერილობა მუქია. სამოთხის ფრინველისებრნი აერთიანებენ 20 გვარის 43 სახეობას. ბუდობენ ხეებზე, დედალი დებს 2 კვერცხს და კრუხობს. იკვებებიან კენკრით, თესლით, ხილით, მწერებით, იშვიათად ბაყაყებითა და ხვლიკებით. წინათ მასობრივად სპობდნენ ლამაზი ბუმბულის გამო, რომელსაც სამკაულად იყენებდნენ. ამჟამად მცირერიცხოვანნი არიან, რის გამოც მათ იცავენ.
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 20, თბ., 1985