სამკურნალო გვირილა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სამკურნალო გვირილა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Matricaria recutita | ||
| დაცვის სტატუსი | ||
სამკურნალო გვირილა, ბაბუნა (Matricaria recutita), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფოთოლი ორმაგფრთისებრ განკვეთილია, ღერო დატოტვილი აქვს, ყვავილედი — კალათაა, შედგება 12—18 განაპირა ენაკისებრი თეთრი ყვავილისა და შუა მრავალრიცხოვანი მილისებრი ყვითელიყვავილებისაგა. ნაყოფი — თესლურაა, საქართველოში იზრდება აჭარაში. გზის პირებზე. დიდ მოსავალს იძლევა ნაყოფიერ შავმიწა თიხნარ ნიადაგზე. სამკურნალო გვირილის ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, აზულენს, გლიკოზიდს და სხვა. იყენებენ მედიცინაში. მოსავალს (ყვავილედებს) იღებენ მცენარის მასობრივი ყვავილობისას, აშრობენ ფარდულში ან სპეციალუ საშრობებზე (არა უმეტეს 45° ტემპერატურისა).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 17, თბ., 1985 წელი.