სამკურნალო ბარისპირა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სამკურნალო ბარისპირა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Betonika officinalis | ||
| დაცვის სტატუსი | ||
|
|
სამკურნალო ბარისპირა[1] (Stachys officinalis) — მისი ძველი სამეცნიერო სახელწოდებაა Betonica officinalis. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიას, კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.
სამკურნალო ბარისპირა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 70 სმ-მდე სიმაღლისა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, კვერცხისებრ-ლანცეტური, ღეროსთან გულისებრი ფოთლებით; ღერო სწორი, დაღარული, ნაკლებად დაფოთლილი, მუქი მეწამული ფერის ყვავილებით. საქართველოში გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და ტყის პირებზე, ზღვის დონიდან 3000 მ-მდე, ყვავილობს ივლის-აგვისტოში.
სამკურნალო ბარისპირას გამხმარ ფოთლებს ადრე იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში სასუნთქი გზების კატარის სამკურნალოდ, ნორჩ ფოთოლს და ფესვებს — პირღებინების გამომწვევ და საფაღარათო საშუალებად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დარეჯან მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თაიგული, თბ., 2001 წ.
- Die große Pflanzenezklopädie, Herausg. von Christopher Brickell, Bd.2, გვ. 1001
- Dr. Wilfried Weustenfeld, Heilpflanzenkartei, Melsungen, 1979