სამი ვარსკვლავის ორდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამი ვარსკვლავის ორდენი
სამი ვარსკვლავის ორდენი

სამი ვარსკვლავის ორდენი (ლატვ. Triju Zvaigžņu ordenis) — უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ლატვიის რესპუბლიკაში. ორდენი პირველად დაარსდა 1924წლის 24 მარტს 1918 წლის 18 ნოემბერს ლატვიის სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით.

ორდენი თავიდან იქნა დაარსებული 1994 წელს, ლატვიის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

სამი ვარსკვლავის ორდენით ჯილდოვდებიან საზოგადოებრივი, კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და ბიზნესის სფეროში მოღვაწეობისათვის.


აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი ვარსკვლავის ორდენის ხარისხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სამი ვარსკვლავის ორდენს“ გააჩნია ხუთი ძირითადი ხარისხი და სამი ხარისხის მედალიː

1. ხუთი ძირითადი ხარისხი – 1-ლი, მე–2, მე–3, მე–4 და მე–5 ხარისხის.

2. სამი ხარისხის მედალი — სამი ვარსკვლავის ორდენის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.


ორდენის მხატვრული გაფორმების ელემენტები, ჯაჭვი და ვარსკვლავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორდენი წარმოადგენს რვაქიმიანი მალტური ჯვრის ფორმას, რომელიც დაფარულია თეთრი მინანქრით ბოლოებზე ოქროს ბურთულაკებით და სხივებით ჯვრის მკლავებს შორის. ცენტრში ცისფერი მინანქარია ოქროს კანტით, რომელზეც გამოსახულია სამკუთხედის ფორმით განლაგებული სამი ოქროს ვარსკვლავი. ოქროსფერი კანტი მორთულია გეომეტრიული ფიგურებით. ̃ წინა და უკანა მხარეები ცენტრალური ნაწილის გარდა მსგავსია. ცენტრში გამოსახულია წარწერაː „LATVIJAS REPUBLIKA 1918 G. 18 NOVEMBRIS“მ რაც ნიშნავს — „ლატვიის რესპუბლიკა 1918 წლის 18 ნოემბერი“. კანტის გარშემო არის წარწერაː „PER ASPERA AD ASTRA“, რაც ნიშნავს — „გაჭირვების გზით ვარსკვლავებისკენ“. ქვემოთ ხუთქიმიანი ვარსკვლავია.

ვერცხლის ორდენის ვარსკვლავი ათქიმიანია, სადაც ხუთი სხივი დანარჩენებზე უფრო დიდია. მედალიონის ცენტრში ცისფერ მინანქარზე გამოსახულია სამკუთხედად განლაგებული სამი ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი. მედალიონი შემოსაზღვრულია ოქროსფერი კანტით და ზედ წარწერითː„PAR TEVIJU“, რაც ნიშნავს „მამულისათვის“, რომელიც ასევე თავის მხრივ გარშემოსაზღვრულია მუხის გვირგვინით.

ორდენის ნიშნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1-ლი ხარისხის ორდენი, ჯაჭვით 1-ლი ხარისხის ორდენი 1-ლი ხარისხის ორდენი, ქალთა დასაჯილდოებლად
LVA Order of the Three Stars - Grand Cross BAR
LVA Order of the Three Stars - Grand Cross BAR
LVA Order of the Three Stars - Grand Cross BAR
Triju Zvaigžņu ordenis
Triju Zvaigžņu ordenis I class D
Triju Zvaigžņu ordenis I class
მე–2 ხარისხის ორდენი მე–2 ხარისხის ორდენი, ქალთა დასაჯილდოებლად მე–3 ხარისხის ორდენი
LVA Order of the Three Stars - Grand Officer BAR
LVA Order of the Three Stars - Grand Officer BAR
LVA Order of the Three Stars - Commander BAR
Triju Zvaigžņu ordenis II class
Triju Zvaigžņu ordenis II class D
Triju Zvaigžņu ordenis III class
მე–3 ხარისხის ორდენი, ქალთა დასაჯილდოებლად მე–4 ხარისხის ორდენი მე–5 ხარისხის ორდენი
LVA Order of the Three Stars - Commander BAR
LVA Order of the Three Stars - Officer BAR
LVA Order of the Three Stars - Knight BAR
Triju Zvaigžņu ordenis III class D
Triju Zvaigžņu ordenis IV class
Triju Zvaigžņu ordenis V class


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]