თერმოპილეს ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სამასი სპარტელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერძნული-სპარსული სვლების რუკა

თერმოპილეს ბრძოლა — ბრძოლა ბერძნებსა და სპარსელებს შორის. გაიმართა ძვ. წ. 480 წელს თერმოპილესთან, მთის ვიწრო გასასვლელში, თესალიისა და შუა საბერძნეთის საზღვარზე.

ომის მსვლელობა[რედაქტირება]

ძვ. წ. 480 წელს სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსე I-ის მეთაურობით კვლავ საბერძნეთისკენ დაიძრენ. სპარსელთა წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი იყო მცირე ძალებით ძლიერი მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს. ლეონიდასმა 300 სპარტელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს სახლში დაბრუნება უბრძანა. 300 სპარტელი სისიხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის მეთაურთან ერთად გმირულად დაღუპნენ. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ ქსერქსეს ჯარმა ათენი აიღო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]