სალუ ჯიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალუ ჯიბო

სალუ ჯიბო (ფრანგ. Salou Djibo დ. 15 აპრილი, 1965) — ნიგერის დედაქალაქ ნიამეის გარნიზონის მეთაური, 2010 წლის 18 თებერვალს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი და მეთაური. ის ხელმძღვანელობდა ხუნტას - დემოკრატიის განახლების უმაღლეს საბჭოს და წარმოადგენდა ნიგერის დე-ფაქტო მეთაურს[1][2][3].

წარმოშობით ჯიბო მიეკუთვნება ჯერმას ეთნიკურ ჯგუფს. სწავლობდა კოტ-დ'ივუარში, მაროკოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მსახურობდა გაეროს სამშვიდობო დაჯგუფებებში კოტ-დ'ივუარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში[4]. ჯიბო მეთაურობდა „პირველ სამხედრო ზონას“ და აკონტროლებდა შეიარაღებული ძალების 40%-ს[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Un Conseil militaire prend le pouvoir au Niger». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-21. ციტირების თარიღი: 2012-12-26.
  2. «Niger : le chef d’escadron Salou Djibo, „président“ du CSRD». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-07. ციტირების თარიღი: 2012-12-26.
  3. «Niger junta names leader after coup». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-23. ციტირების თარიღი: 2010-02-23.
  4. «Retour au calme au Niger au lendemain du coup d’Etat». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-19. ციტირების თარიღი: 2012-12-26.
  5. Niger’s military coup is condemned by France and Africa