სალტჰოლმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალტჰოლმი
მშობ. სახელი: Saltholm

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ერესუნის სრუტე
კოორდინატები 55°38′ ჩ. გ. 12°46′ ა. გ. / 55.633° ჩ. გ. 12.767° ა. გ. / 55.633; 12.767
ფართობი 16 კმ²
სიგრძე 7 კმ
სიგანე 3 კმ
დანიის დროშა დანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 5 (2008)

სალტჰოლმი (დან. Saltholm) — დანიის კუნძული ერესუნის სრუტეში, დანიასა და შვედეთს შორის. მდებარეობს კუნძულ ამაგერის აღმოსავლეთით, ტორნბის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 7 კმ-ია, სიგანე 3, მთლიანი ფართობი კი 16 კმ², რის შედეგადაც იგი დანიის სიდიდით 21-ე კუნძულია. სალტჰოლმის ზედაპირი ძალიან ბრტყელია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 2 მეტრზე მდებარეობს, რის გამოც აღმოსავლეთის ქარების დროს ის ხშირად იტბორება.[1] გარშემორტყმულია თავთხელი წყლებით (სიღრმე 2 მეტრი). სამხრეთით მრავლადაა ბოლო გამყინვარების დროს ჩამოყალიბებული პატარა კუნძულები და კლდოვანი დეპოზიტები.[2]

კუნძულის ფლორაში ბალახი დომინირებს, ძალიან ცოტაა ხეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aage Aagesen, Niels Nielsen, Kongelige Danske geografiske selskab, Atlas over Danmark, p. 117. H. Hagerup, 1992
  2. Saltholm. The Sound Water Cooperation. Øresundsvandsamarbejdet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2009-01-14.