სალტო-დელ-გუაირა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სალტო-დელ-გუაირა
Salto del Guairá
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი კანინდეიუ
კოორდინატები 24°03′22″ ს. გ. 54°18′32″ დ. გ. / 24.05611° ს. გ. 54.30889° დ. გ. / -24.05611; -54.30889
დაარსდა 1959
მოსახლეობა 11 298 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
საფოსტო ინდექსი 7800
ოფიციალური საიტი ბმული

სალტო-დელ-გუაირა მდებარეობა პარაგვაი

Red pog.svg

სალტო-დელ-გუაირა (ესპ. Salto del Guairá) — ქალაქი პარაგვაიში, კანინდეიუს დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ქალაქ სიუდად-დელ-ესტედან 200 კმ-ით ჩრდილოეთით. სალტო-დელ-გუაირა ესპანურად გუაირის ჩანჩქერს ნიშნავს.

ქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ პარაგვაიში, ბრაზილიის საზღვართან. მიმდებარე არეალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია ბრაზილიაში. მოჰყავთ დიდი რაოდენობით სოია, შაქრის ლერწამი, სიმინდი, ხორბალი და ბამბა.

სალტო-დელ-გუაირა 1959 წლის 3 მარტს კერძო კომპანია „Colonizadora Salto del Guairá SA“-მა დააარსა. 1973 წლის 30 ივლისს შეიქმნა სალტო-დელ-გუაირის რაიონი და მან ქალაქის სტატუსი მიიღო.

მიმდებარე არეალის კლიმატი ზომიერი ტენიანობით ხასიათდება. საშუალო წლიური ტემპერატურაა +21 ° C.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]