სალო, ანუ სოდომის 120 დღე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალო, ანუ სოდომის 120 დღე
რეჟისორი პიერ პაოლო პაზოლინი
პროდიუსერი ალბერტო გრიმალდი
როლებში პაოლო ბონაჩელი
ჯორჯო კატალდი
უმბერტო პაოლო კვინტავალე
ალდო ვალეტი
კატერინა ბორატო
კომპოზიტორი ენიო მორიკონე
ოპერატორი ტონინო დელი კოლი
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1975 (პარიზი)
ხანგრძლივობა 116 წთ.
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა იტალიური
ფრანგული
გერმანული
IMDb პროფილი

სალო, ანუ სოდომის 120 დღე (იტალ. Salò o le 120 giornate di Sodoma) — პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი კინოფილმი, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. გადაღებულია მარკიზ დე სადის „სოდომის 120 დღის“ მიხედვით. პაზოლინიმ მარკიზ დე სადის რომანის მოქმედება 1944-1945 წლებში ფაშისტურ სალოს რესპუბლიკაში გადმოიტანა, სადაც ადამიანთა ჯგუფები „უმაღლესი საზოგადოებიდან“ ამცირებენ, მასხარად იგდებენ, აწვალებენ ჭაბუკებსა და გოგონებს. ეს ეგზეკუცია ოთხი თვე გრძელდება. უფროსებისთვის ეს თავიანთი სულმდაბალი ინსტინქტების დაკმაყოფილების უკანასკნელი საშუალებაა, ხოლო ახალგაზრდა ადამიანებისთვის — თავიანთი სიჭაბუკისა და სიცოცხლის სურვილისთვის მიზღვა. ფილმის მოქმედება ვითარდება ჩრდილოეთ იტალიაში, სალოს რესპუბლიკაში, სადაც ადგილი აქვს იტალიური ფაშიზმის უკანასკნელ დღეებს. ფილმი ოთხი ნაწილისაგან შედგება, რომელიც ინსპირირებულია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ნაწარმოებით. ფილში მონაწილეობენ: პაოლო ბონაჩელი, ალდო ვალეტი და სხვა. კომპოზიტორი ენიო მორიკონე.

ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ 100 საშინელებათა ფილმთა შორის 65 ადგილზე გაიყვანა 2006 წელს, გარდა ამისა, მასზე სტატია დაიწერა The Penguin Encyclopedia of Horror and the Supernatural-ში (1986).

როლებში[რედაქტირება]

მსახიობი როლი
პაოლო ბონაჩელი ჰერცოგი ჰერცოგი
ჯორჯო კატალდი ეპისკოპოსი ეპისკოპოსი
უმბერტო პაოლო კვინტავალე მაგისტრატი მაგისტრატი
ალდო ვალეტი პრეზიდენტი პრეზიდენტი
კატერინა ბორატო სინიორა კასტელი სინიორა კასტელი
ელზა დე ჯორჯი სინიორა მაჯი სინიორა მაჯი
ელენ სიურჟერი სინიორა ვაკარი სინიორა ვაკარი
სონია სავიანჟი პიანისტი პიანისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]