სალდო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სალდო (იტალ. saldo — ანგარიშსწორება, ნაშთი) — საბუღალტრო აღრიცხვაში გულისხმობს საბუღალტრო ანგარიშის ნაშთს და წარმოადგენს დებეტისა და კრედიტის ანგარიშების ჩანაწერების სხვაობას. მაგალითად: დებეტური სალდო (დებეტი აღემატება კრედიტს) გვიჩვენებს მოცემული საწარმოო საშუალებების მდგომარებას გარკვეული დროის მომენტში და ნაჩვენებია ბალანსის აქტივში. საკრედიტო სალდო (კრედიტი აღემატება დებეტს) გვიჩვენებს საწარმოო საშუალებების წარმომშობ (შეძენა და სხვა) წყაროებს და ასახულია ბალანსის პასივში. თუ საბუღალტრო ანგარიშს არ გააჩნია ნაშთი (სალდო უტოლდება ნულს), მაშინ ასეთ ანგარიშზე ითქმება დახურული.

საგარეო-სავაჭრო ურთიერთობებში სალდო გამოიყენება ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობის მნიშვნელობით, ან მოთხოვნათა და ვალდებულებების დამაჯამებელი მნიშვნელობის აზრით. სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აღნიშნავს, რომ ექსპორიტი აღემატება იმპორტს, უარყოფითი-ს შემთხვევაში იმპორტი აღემატება ექსპორტს. დადებითი სალდო, ქვეყნის გადახდების ბალანსში ნიშნავს ამ ქვეყნის შემოსავლების სიჭარბეს — სხვა ქვეყნების მისამართით განხორციელებულ გადახდებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სალდო&oldid=2662047“-დან