სალამურები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალამურები
Diversas lampreas.1 - Aquarium Finisterrae.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: მრგვალპირიანები
ქვეკლასი: სალამურები
ლათინური სახელი
Petromyzones

სალამურები (ლათ. Petromyzones) — ხერხემლიანების ქვეკლასი მრგვალპირიანთა კლასისა. სახელწოდება წარმოდგება სალამურთან მათი მსგავსების გამო — გველივით წაგრძელებულ სხეულზე, თვალების უკან აქვთ ლაყუჩების 7-7 ხვრელი. მათი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს. მრავლდება მდინარეში. ცნობილია 30-მდე სახეობა.გავრცელებულია ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აუზში.

საქართველოში ბინადრობს 1 სახეობა — უკრაინული სალამურები (Lampetra mariae). ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ენენია: მდინარის სალამურები (Lampetra fiuviatilis), წყნარი ოკეანის სალამურები (Lampetra japonica) და კასპიის სალამურები (Caspiomyzon vagneri).

ლიტერატურა[რედაქტირება]