საკმელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საკმელა
Zistrose.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: საკმელასებრნი
გვარი: საკმელა
ლათინური სახელი
Cistus

საკმელა (Cistus), მცენარეთა გვარი საკმელასებრთა ოჯახისა. ბუჩქებია, სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით. საკმელა ხმელთაშუაზღვისპირეთის მაკვისის დამახასიათებელი მცენარეა. საქართველოში 2 სახეობა იზრდება. მათგან კირქვების საკმელას (Cistus creticus) მოვარდისფრო ყვავილი აქვს. გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროზე ფიჭვნარში და კირქვიან კლდოვან ფერდობებზე, აფხაზეთსა (ბიჭვინთა) და აჭარაში (როჭოხზე), მეორე სახეობას — სალბფოთოლა საკმელას (Cistus salvifolius) მოთეთრო-მოყვითალო ყვავილი აქვს. გავრცელებულია აფხაზეთში, აჭარასა და იმერეთში. ორივე სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 677, თბ., 1984