საირმის სვეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საირმის სვეტი - მდებარეობს კურორტ საირმესთან. პალეოგენური (ქვედა მესამეული) ასაკის ვულკანოგენური ქანებით აგებული წაბლარის წყლის ხეობის მარცხენა მხარეს. ვულკანოგენური ქანების შედარებით მაღალმა სედიმენტაციამ (გამკვრივების, შეცემენტების ხარისხმა) დიდი როლი ითამაშა ამ უნიკალური შთენილის გადარჩენაში. ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს რომ სვეტი ჭალის დაბალ ტერასაზეა აღმართული და გარს მდინარე უვლის. სვეტის სიმაღლე 30მ, დიამეტრი 12მ.