საირა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| საირა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Cololabis saira | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
საირა (Cololabis saira) — ზღვის პელაგური თევზი მაკრელწერისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის იგრძე 40 სმ, მასა 170 გ აღწევს. ქარავნებად დაცურავს. გავრცელებულია წყნარი ოკეანის აუზში. გვხვდება იაპონიის ზღვაში, ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილში, კურილის კუნძულებთან, იკვებება პლანქტონით. ტოფობს გაზაფხულზე. კვებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებით ახასიათებს მიგრაცია. ძვირფასი სარეწაო თევზია (რუსეთი, იაპონია, კორეა).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 665, თბ., 1984 წელი.