საიონძი კიმოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საიონძი კიმოტი

საიონძი კიმოტი (იაპ. 西園寺 公望) (დ. 23 ოქტომბერი, 1849, კიოტო — გ. 24 ნოემბერი, 1940, ოკიცუ), იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე. საიმპერიო კარის არისტოკრატიის შთამომავალი. მონაწილეობდა 1867-1868 დაუმთავრებელ ბურჟუაზიულ რევოლუციაში. 1885-1888 დიპლომატიური წარმომადგენელი იყო ავსტრია-უნგრეთში, 1888-1891 - გერმანიაში. 1900-1903 საიდუმლო საბჭოს თავმჯდომარე. 1901-1902, 1906-1908 და 1911-1912 პრემიერ-მინისტრი. იაპონიის დელეგაციას მეთაურობდა პარიზის საზავო კონფერენციაზე (1919-1920).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 665, თბ., 1984