საიმპერიო მთავარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საიმპერიო მთავარი, რაიხსფიურსტი (გერმ. Reichsfürst) — ფიურსტი (პირი, რომლის სამთავრო ღირსებაც დაამტკიცა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა, იქნება ეს ლანდგრაფი, ჰერცოგი თუ ეპისკოპოსი), რომელიც ფლობს ფეოდს საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში და ადგილს იკავებს რაიხსტაგში.

ჩვეულებრივ მთავარსა (ფიურსტსა) და საიმპერიო მთავარს (რაიხსფიურტს) შორის სხვაობა არსებითი იყო. მაგალითად, ლიხტენშტაინებს ამ უფსკრულის გადასალახად 100-ზე მეტი წელიწადი დასჭირდათ — 1607 წლიდან (როდესაც იმპერატორმა მათ მთავრის ტიტული მიანიჭა) 1713 წლამდე (როდესაც მათ რაიხსტაგში ცალკი ადგილი გამოეყოთ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]