საილენტ ჰილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერიის ლოგო

საილენტ ჰილი (იაპ. サイレントヒル, ინგლ. Silent Hill) – ფსიქოლოგიური, მისტიკურ-სენსაციური საშინელებათა ვიდეო-თამაშების სერია. დაარსდა ტოკიოში კომპანია კონამი (Konami) (TeamSilent)-ის მიერ კეიიჩო ტოიამას ხელმძღვანელობით.

ვიდეო თამაში[რედაქტირება]

Silent Hill[რედაქტირება]

პროექტზე მუშაობდა დაახლოებით 15 ადამიანი დაახლოებით 1 წელი და 4-5 თვე. მათ ჩანაფიქრი ჰქონდათ შეექმნათ ისეთი ფსიქოლოგიური ჰორორი როგორიც იმ დროისათვის არ არსებობდა, ჩახლართული ისტორიით უცნაური პერსონაჟებითა და ორიგინალური კამერით. თამაშის პრეზენტაცია შედგა 1999 წლის 2 თებერვალს. პირველი სერია მოგვითხრობს მწერალ ჰარი მეისონის შესახებ, რომელიც ჩადის თავისუფალი დროის გასატარებლად საკურორტო ქალაქ საილენტ ჰილში თავის ქალიშვილთან ერთად. მგზავრობისას შუაღამისას დაინახავს ახალგაზრდა გოგონას სილუეტს, რომელიც შუა გზაზე გადადის, ჰარი ატრიალებს საჭეს ავტოკატასტროფის თავიდან ასაცილებლად და იჩეხება ხევში. გონზე მოსვლის შემდეგ ხედავს, რომ მანქანა, სადაც იჯდა თავისი შვილი, ცარიელია. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ჰარი აცნობიერებს, რომ მთელი ქალაქი ბურუსით არის მოცული და ყველაფერი რიგზე არ არის. ჰარი იწყებს შვილის დაკარგვის და ქალაქში მომხდარი უცნაური მოვლენების მიზეზების ძებნას...

Silent Hill 2[რედაქტირება]

პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ უცნობი მიზეზის გამო საილენთ ჰილის შემქმნელი კეიიჩირო ტოიამა ტოვებს TeamSilent-ს და შემდეგი ნაწილის რეჟისორი ხდება მასაში ცუბოიამა. Silent Hill-მა რომლის მსგავსი ფსიქოლოგიური ჰორორი იმ დროისთვის არ არსებობდა დიდი მოგება და პოპულარობა მოუტანა TeamSilent-ს და მათი პირველი პროექტის დასრულებისთანავე არც ისე დიდი ხნის მერე დაიწყეს მეორე სერიაზე მუშაობა, რომელიც თავდაპირველად გამოვიდა 2001 წელს PlayStation 2-ისათვის , 2002 წელს კი პერსონალური კომპიუტერისა და იქს-ბოქსის (X-Box) ვერსიები.

Silent Hill 2-ის შექმნის დროს პირველისგან განსხვავებით მუშაობდა 50 ადამიანი 2 წლის განმავლობაში, SH2-ს ბევრად უფრო სერიოზულად მიუდგნენ და გადაწყვიტეს შეექმნათ ყველა დროის საუკეთესო თავზარდამცემი ძლიერი შიშის თამაში რომელიც უნდა ყოფილიყო გაცილებით მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ვიდეო თამაში და ჩანაფიქრი ხუთიანზე გამოუვიდათ.. ცოტა ხნის მერე SH2-ი იღებს წოდებას როგორც Master Of Horror Advanture. SH2-ის მთავარი პერსონაჟი ჯეიმზ სანდერლენდი რომელსაც რაღაც მიზეზების გამო მოსდის წერილი ცოლისგან (მერი)რომელიც რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ გარდაცვლილია სამი წლის წინ. წერილში წერია რომ მერი საილენტ ჰილში "თავიანთ განსაკუთრებულ ადგილას" ელოდება. ამ უცნაური მოვლენის დასადასტურებლად ჩადის საილენთ ჰილში სადაც ნელ-ნელა ამოტივტივდება რა იყო თამაშში მომხდარი უცნაური კოშმარული მოვლენების და წერილის მოსვლის მიზეზი, რომელიც დაკავშირებულია James-ის წარსულთან და წარსულში ჩადენილ ცოდვებთან.

ცოტა ხნის შემდეგ გამოდის Silent Hill 2 Reastless Dreams რომელიც არის იგივე SH2, და დამატებულია ახალი სცენარი "Born From a Wish" იგი სხვა სერიებთან შედარებით გაცილებით პატარაა, რომელიც მოგვითხრობს Maria-ზე მის არსებობისა და დაბადების მიზეზზე.

Silent Hill 3[რედაქტირება]

Silent Hill 2-ის პრეზენტაციიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ კონამი-იწყებს მუშაობას მესამე სერიაზე. კაძუჰიდე ნაკაძავას ხელმძღვანელობით. გამოშვების თარიღი: 2003 წლის 6 აგვისტო:(PlayStation2) და 2003 წლის 31 ოქტომბერს (პერსონალური კომპიუტერი).

მესამე სერია არის პირველის გაგრძელება და Silent Hill-ში ბევრ გაუგებარ მოვლენას ხდის ფარდას. მთავარი გმირი არის Heather მეისონი, რომელსაც თავის დაბადების დღეზე სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად მისულს კაფეში მაგიდაზე ჩამოეძინება - სადაც სიზმარში ხედავს საშინელ კოშმარს საილენტ ჰილის გასართობ პარკზე, გამოღვიძებისას ვერ ხვდება რა იყო ამ სიზმრის მიზეზი. გარშემო აღარავინ არ არის დეტეკტივი Duglas-ის გარდა რომელსაც უნდა, რომ დაელაპარაკოს Heather-ს მის წარსულზე და მის დაბადებაზე. Heather-ი ყველანაირად თავს არიდებს ამ თემაზე ლაპარაკისაგან, და საპირარეშოს ფანჯრიდან იპარება Duglas-ისაგან გასაქცევად სადაც ეწყება საშინელი კოშმარი, რომელიც თავიდან სიზმარი გონია.

Silent Hill 4 The Room[რედაქტირება]

Silent Hill 4 და SH3 დაახლოებით ერთდროულად იქმნებოდა. თამაში გამოვიდა PlayStation 2 & PC & Xbox ზე დაახლოებით ყველა ერთ დროს 2004 ის შუა ნახევარში.

საილენთ ჰილ 4 რადიკალურად განხვავდება წინა სამი სერიებისაგან, ამ სერიაში 1 წამითაც არ იმყოფებით SilentHill-ში, ასევე შეცვლილია გეიმპლეი, დამატებულია კამერა პირველი პირიდან და ა.შ.

მაგრამ სხვა სერიებთან შედარებით აქვს საკმაოდ ორიგინალური შინაარსი, მთავარი პერსონაჟი ფოტოგრაფი Henry Townshend რომელიც არის ჩაკეტილი საილენთ ჰილ თან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის (Ashfield) ის აპარტამენტში ("South Ashfield's Heights") 302 ნომერ ოთახში. უკვე რამდენიმე დღეა რაც შემოსასვლელ კარებს დიდი ჯაჭვიაქ შემორტყმული, არც ტელეფონი მუშაობს არც მეზობლებს არ ესმით მისი ხმა/კარებზე კაკუნი,მაგრამ ერთ დღეს Henry-ს ტუალეტიდან ესმის უცნაური ხმა - გადამოწმების შემდეგ პოულობს კედელზე დიდ ხვრელს რომელიც ეგონება ერთადერთი გზა აპარტამენტიდან დასაღწევად - შედის თუ არა ხვრელში რაღაც მიზეზების გამო უეცრად ზის მეტროს ესქალატორზე.

Silent Hill: Origins[რედაქტირება]

საილენთ ჰილი: დასაწყისის მოვლენები პირველი თამაშის მოვლენებზე ადრე მოხდა. სატვირთოს მძღოლი თრევის გრადი დანიშნულების ადგილამდე მისვლას საილენთ ჰილის გავლით გადაწყვეტს და ქალაქში დაიკარგება. ცეცხლმოკიდებული სახლიდან იგი დამწვარ ალესა გილესპის გამოიყვანს, თუმცა გონებას დაკარგავს. თამაშის განმავლობაში თრევისი ფლაუროსის ნაწილების შეგროვებას ცდილობს, რომელთა ერთობა საბოლოოდ მას ალესას კოშმარს დაამარცხებინებს. თამაშის კარგ დასასრულში თრევისი საილენთ ჰილიდან მიდის. წასვლის წინ მას პატარა ალესა ღიმილით ემშვიდობება. მას ხელში ჩვილი ბავშვი (შერილ მეისონი) უჭირავს. ამის შემდეგ მოთამაშეს ჰარი მეისონისა და მისი ცოლის ხმები ესმის. ისინი გზად ჩვილ ბავშვს იპოვიან და მის შვილებას გადაწყვეტენ. მათ საუბარს დალია გილესპისა და მაიკლ კაუფმანის დიალოგი მოჰყვება. დალია განაცხადებს, რომ "მისი" (ე.ი. ალესას) წამების გამგონე "მეორე ნაწილი" (ე.ი. შერილი) აუცილებლად დაბრუნდება, რაც ახდა კიდეც.

Silent Hill: Homecoming‎[რედაქტირება]

საილენთ ჰილი: შინ დაბრუნების მთავარი გმირია ალექს შეფჰერდი, რომელიც თავის უმცროს ძმას - ჯოშუას ეძებს. როგორც გაირკვევა, ალექსის მშობლიური ქალაქის, შეფჰერდს გლენის ოთხი ოჯახი წარმოშობით საილენთ ჰილიდან ყოფილა. მათ ქალაქს თავი იმ პირობით დააღწიეს, რომ ყოველ ორმოცდაათ წელიწადში თითოეული ოჯახიდან ერთ ბავშვს შესწირავდნენ მსხვერპლად. ეს გარიგება ალექსის ოჯახმა დაარღვია, რის გამოც შეფჰერდს გლენი საილენთ ჰილის კოშმარებმა მოიცვეს. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში საილენთ ჰილის რელიგიური კულტის - ორდერის უკანასკნელი სექტა ნადგურდება.

Silent Hill: Shattered Memories[რედაქტირება]

საილენთ ჰილი: დამსხვრეული მოგონებები პირველი თამაშის ალტერნატიული ვერსიაა. თამაში ავტოავარიით იწყება. ჰარი მეისონი გონებას კარგავს, შერილი კი უჩინარდება. თამაშის ბოლოს ირკვეკა, რომ თამაშის მთავარი გმირი - ჰარი მეისონი სინამდვილეში შერილის წარმოსახვის ნაყოფი ყოფილა და რომ შერილი ექიმი მაიკლ კაუფმანის პაციენტია, რომელსაც იგი 18 წლის წინ მამის სიკვდილით მიღებული ტრავმის დაძლევაში ეხმარება.

Silent Hill: Downpour‎[რედაქტირება]

საილენთ ჰილი: თავსხმის მთავარი გმირი მარფი ფენდლთენია. ავტოავარიის შედეგად იგი ციხიდან გაქცევას შეძლებს და საილენთ ჰილში იკარგება. მას წარსული არ ახსოვს. მთელი თამაშის მანძილზე, უცნობი მიზეზის გამო, მარფის ციხის ოფიცერი ენ ქანინგჰემი, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული უჩხული - უილმენი და სხვა ურჩხული - ბუგიმენი დასდევენ. თანდათანობით მარფის მოაგონდება, თუ როგორ მოკლა მისი შვილი ვინმე პატრიკ ნაპიერმა და როგორ გაურიგდა იგი ციხის ოფიცერ ჯორჯ სიუელს ნაპიერზე შურისსაძიებლად, რის სანაცვლოდაც სიუელმა მას ოფიცერი ფრენკ ქოლერიჯის მოკვლა დაავალა. ენ ქანინგჰემი ფრენკ ქოლერიჯის ქალიშვილი აღმოჩნდება, უილმენი - ფრენკის განსახიერება, ბუგიმენი კი შურისძიების წყურვილის სიმბოლო. თამაშის კარგ დასასრულებში ირკვევა, რომ ქოლერიჯი და ნაპიერი მარფიმ კი არა, სიუელმა მოკლა. სხვა დასასრულში მკვლელი მარფია, ერთ-ერთ დასასრულში კი მას თავისი შვილის - ჩარლის მკვლელობაც ბრალდება.

Silent Hill სცენარი[რედაქტირება]

პირველი სერიის გამოსვლის თანავე ფანებმა მალევე დაიწყეს Plot Analysis / სიუჯეტის ანალიზების წერა რომლის მიზანი იყო ამოეხსნათ ყველა საიდუმლო ამოცანა თამაშში და შესაძლებლობა მისცემოდათ ფანებს და მის მკითხველებს უკეთესად ჩაღრმავებოდნენ სიუჟეტს.

ამ ბევრიდან კი საუკეთესო Plot Analysis-ად ითველაბა Sient Hill Plot Analysis By SilentPyramid, რომელიც არის დაყოფილი 4 თავად 1. მექანიზმი 2. რელიგია 3. საილენტ ჰილი 4. პერსონაჟები. იგი დაწერილი იყო თავდაპირველად რუსულ ენაზე შემდეგ ნათარგმნი იქნა ინგლისურად და აქ გთავაზობთ პირველი თავის (1. მექანიზმი) ქართულ ვერსიას.

  • Mechanism
  • Religion (soon)
  • Silent Hill (soon)
  • Characters (soon)

ფილმის სიუჟეტის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ - ქართულად. Silent Hill Movie Plot Analysis

ფილმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : საილენტ ჰილი (ფილმი).
0001.jpg

როგორც იცით "მგლების საძმოს" რეჟისორი კრისტოფ განსი არის Silent Hill-ის დიდი მოყვარული, პირველად მან ითამაშა Silent Hill 1 2000 წელს, როგორც თავად ამბობს კინოს გადაღების სურვილი მას 6 წლის წინ გაუჩნდა როდესაც მან დაურეკა Samuel Haddida-ს და უთხრა "ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ Silent Hill 1-ის ადაფტაცია ეკრანზე" კრისტოფ განსის საყვარელი სერია არის მეორე.

ფილმის პრეზენტაცია შედგა 2006 წლის 21 აპრილს, ასეთი დაგვიანებული ეკრანიზაციის მიზეზი იყო, თამაშის შემქმნელებთან დაკავშირება, მათთან ერთად სიუჟეტის აგება რომელზეც TeamSilent-იც თანახმა იქნებოდა, მსახიობების შერჩევა და სხვა მრავალი.

თავდაპირველად Gans-ი აპირებდა მთავარი პერსონაჟი ყოფილიყო კაცი სახელად ჰარი მეისონი (Harry Mason) რადგან ფილმი არის აგებული თამაშის პირველ სერიაზე, (SH2-ის ელემენტებით)მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, რომ დაუკვირდა Harry-ს ხასიათს და ქცევას განაცხადა, რომ დიდან არ განსხვავდებოდა მისი ემოციები ქალისაგან და გადაწყვიტა შეეცვალა პროტაგონისტის სქესი და ათამაშა რადა მიტჩელი, როუზ და-სილვას როლზე. (Rose Da Silva).

ფილმი არის აგებული - თამაშის პირველ სერიაზე, მაგრამ შეცვლილია საკმაოდ ბევრი რამ: დალია-ს ხასიათი, დასასრული, პერსონაჟები და ა.შ

ფილმი მოგვითხრობს და-სილვების ოჯახზე, როუზის და ქრისტოფერის შვილს შერონს (Sharon) ჭირს განუკურნებელი დაავადება - აქვს მთვარეულის ნიშნები ღამით დგება და ძილში განწირულად ყვირის ქალაქ "SILENT HILL"-ს, რის გამოც როუზს გაუჩნდება აზრი, რომ მისი განკურნება შეიძლება იმ ქალაქის მეშვეობით რომელსაც ბავშვი გაიძახის ძილში - იმის მიუხედავად, რომ მისი ქმარი კატეგორიულად წინაამღდეგია ბავშვის იქ ჩაყვანაზე და აიძულებს ცოლს სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია გაავლევინოს.

მაგრამ ყოველგვარი ქმართან დამშვიდობების გარეშე - გადაწყვიტავს ჩუმად გაემართოს საილენთ ჰილში თვითონ და შერონი.

ქალაქში მოხვდებიან ზუსტად ისე როგორც თამაშის პირველ სერიაში, შუა ღამისას გზაზე მიმავალი მანქანით დაინახავენ გოგონას სილუეტს და რაიმე ინციდენტის თავიდან ასაცილებლად რულის მაქსიმალურად მოხვევის გამო მოსდით ავარია - ხოლო გამოღვიძებისას როუზი ხედავს უცნაური ნისლით დაბურულ გარემოს, და ქალაქის შესასვლელთან აღმართულ ძველ ტრაფარეტს, რომელსაც აწერია: "Welcome to Silent Hill" (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საილენტ ჰილში). როუზი აღმოაჩენს, რომ იმ გზაზე, რომლითაც მოვიდა, რაღაც მიზეზით თვალუწვდენელი უფსკრულია გაჩენილი, და შესაბამისად ერდათერთი გზა არსებობს, ის ქალაქში უნდა შევიდეს. ქალაქი როუზს ნისლიანი, უკაცრიელი ქუჩებით ხვდება, სადაც შემზარავი საიდუმლო იმალება. ერთერთ ქუჩაზე როუზი დაინახავს გაქცეული გოგონას სილუეტს, რომელიც ძალიან გავს შერონს, როუზი გამოუდგება მას, ამ დროს შორიდან მოისმის სირენის შემაძრწუნებელი ხმა და ქალაქი დაბნელებას იწყებს....

Silent Hill

Shm r2 nl dvd.jpg

ოფიციალური საიტი imdb

კომიქსი[რედაქტირება]

2003 წელს კომპანია KONAMI-მ და IDW Publishing-მა გადაწყვიტეს დაეწყოთ გამოეშვათ ამერიკული კომიქსები რომელიც იქნებოდა დაფუძვნებული Silent Hill-ის სიუჟეტზე. პირველი კომიქსი გამოუშვეს 2004 წელს - სახელად Silent Hill: Dying Inside რომელიც შედგება 5 ტომისგან.

Silent Hill: Dying Inside[რედაქტირება]

პირველი კომიქსის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში გამოდის ახალი ერთ ტომიანი და უმრავლესობის აზრით SilentHill-ის საუკეთესო კომიქსი Silent Hill: Among The Damned.

Silent Hill: Among The Damned[რედაქტირება]

Silent Hill: Paint It Black[რედაქტირება]

  • გამოსვლის თარიღი: 2005.02.23
  • კომპანია: IDW Publishing
  • სცენარის ავტორი: Scott Ciencin
  • დიზაინერები: Shaun Thomas და Nick Stakal

Silent Hill: The Grinning Man[რედაქტირება]

  • გამოსვლის თარიღი: 2005.06.08
  • კომპანია: IDW Publishing
  • სცენარის ავტორი: Scott Ciencin
  • დიზაინერები: Ben Templesmith, Alex Garner და Nick Stakal

და ჯერ-ჯერობით ბოლო კომიქსი რომელიც გამოვიდა 2006 წელს სახელად Dead/Live (შედგება 5 ტომისაგან)

Silent Hill: Dead/Alive[რედაქტირება]

  • გამოსვლის თარიღი: 2006
  • კომპანია: IDW Publishing
  • სცენარის ავტორი: Scott Ciencin
  • დიზაინერები: Nick Stakal/ Scott Keating/ Steven Perkins/Ted McKeever/Chris Bolton

Silent Hill: Cage Of Cradle[რედაქტირება]

გამოსვლის თარიღი 2007 წლის შუა-ნახევარი, ეს იქნება იაპონური კომიქსი ანუ მანგა მობილური ტელეფონებისათვის, მანგას გვთავაზობს კომპანია Konami Digital Entertainment და არანაირი IDW Publishing. სცენარის ავტორიც იქნება როგორც თამაშის ასევე მანგის - Hiroyuki Owaku, დიზაინერი კი (ვიდეო თამაშის 4-ივე სერიის მონსტრების დიზაინერი და შემქმნელი) მასაჰირო იტო.

მანგა იქნება Silent Hill-ის ნოველიზაცია სადაც გვანახებენ ლაიზა გარლენდის ცხოვრებას, ჯერ-ჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანგას რამდენიმე ფურცელი შეგიძლიათ იხილოთ » http://silenthillorigins.com/silent-hill-cage-of-cradle.php

მუსიკა[რედაქტირება]

Silent Hill-ის კომპოზიტორი არის აკირა იამაოკა, რომელიც დაიბადა 1968 წლის 6 თებერვალს ქალაქ ტოკიოში. აქ ჩამოთვლილია თამაშის დისკოგრაფია:

  • Silent Hill (Original Soundtrack) (1999, Konami Music Entertainment)
  • Silent Hill 2 (Original Soundtracks) (2001, Konami Music Entertainment)
  • Silent Hill 3 (Original Soundtracks) (2003, Konami Music Entertainment)
  • Silent Hill 4: The Room (Original Soundtrack) (2004, Konami)

The Silent Hill Experience[რედაქტირება]

კონამიმ გამოუშვა 2006 წელს PSP სთვის SH Experience რომელიც შეიცავს.

Trailers
  • Silent Hill 1
  • Silent Hill 2
  • Silent Hill 3
  • Silent Hill 4: The Room
  • Silent Hill The Movie
  • Usagi/SH1 UFO Ending
  • SH2 UFO Ending/H2 Dog Ending
  • Fukuro
  • Ki-No-Ko
  • ასევე SH-ს კომიქსებს Silent Hill: The Hunger & Silent Hill: Dying Inside კომიქსებში იქნება ასევე 15 წუთიანი კომიქსის ვიდეო ანიმაციები.
  • ინტერვიუ საილენთ ჰილის კომპოზიტორთან Akira Yamaoka, საილენტ ჰილ ის მუსიკასთან დაკავშირებით
  • ასევე ინტერვიუ Silent Hill Movie-ს რეჟიროსთან Christophe Gans თან და Akira Yamaoka-სთან, ფილმის სიუჟეტის შესახებ.
  • ასევე შეიცავს 20 Soundtrack-ს
List
  • SILENT HILL 1
    • Silent Hill/
    • Never Forgive Me, Never Forget Me/
    • Tears Of...
  • SILENT HILL 2
    • Theme of Laura/
    • Null Moon/
    • Fermata in Mystic Air/
    • Love Psalm/
    • Laura Plays the Piano/
    • True/
    • Overdose Delusion/
    • Promise/
  • SILENT HILL 3
    • You're Not Here/
    • Breeze (In Monochrome Night)/
    • Maternal Heart/
    • Letter - From The Lost Days/
    • Dance With Night Wind/
  • SILENT HILl 4: THE ROOM
    • Cradle of Forest/
    • Nightmarish Waltz/
    • Wounded Warsong/
    • Room of Angel/

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]